შემოსავლების სამსახური დღგ-ს დეკლარირებით დასაბრუნებელი ზედმეტად გადახდილი თანხების ავტომატური დაბრუნების წესის თაობაზე განმარტებას აკეთებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, „დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარირებით დასაბრუნებელი ზედმეტად გადახდილი თანხების ავტომატური დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 14 თებერვლის №42 ბრძანებაში განხორციელდა ცვლილება, რომლის საფუძველზეც მიმდინარე წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, დღგ-ის დეკლარირებით ავტომატურად დასაბრუნებელი ზედმეტად გადახდილი თანხების ნაშთი (რომელიც შედგება დღგ-ის ზედმეტობის სრულად ავტომატურად დაბრუნების ამოქმედებამდე წარმოშობილი ზედმეტობისაგან), ასახულად დარჩება მხოლოდ გადამხდელის პირად ბარათზე.

მათივე ცნობით, გადასახადის გადამხდელების მეტი ინფორმირების მიზნით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მეწარმე სუბიექტების იმ მცირე რაოდენობას, რომელთაც დღეის მდგომარეობით, ჯერ კიდევ არ მოუხდენიათ დაბრუნების პროცესის სრულ ავტომატიზაციამდე (2020 წლის ნოემბრამდე), დაგროვებული ზედმეტობის თანხების დაბრუნება, დამატებით შესაძლებლობა ეძლევათ, წლის ბოლომდე, საკუთარი ავტორიზებული ვებგვერდის გამოყენებით, 2020 წლის ნოემბრამდე აკუმულირებული დღგ-ის თანხები გამარტივებულად დაიბრუნონ.

„აღნიშნული ზედმეტობის გადატანა გადამხდელის პირად ბარათზე ზედმეტობის თანხის ჩამოწერას არ ნიშნავს, ის აღნიშნულ ბარათზე რჩება და მისი გამოყენება გადასახადის გადამხდელს შეეძლება, როგორც მომავალი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების ნაწილში, ასევე უცვლელად ნარჩუნდება გადასახადის გადამხდელის უფლება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, განახორციელოს 2020 წლის ნოემბრამდე წარმოშობილი დღგ-ის ზედმეტად გადახდილი, არა ხანდაზმული თანხის სრულად დაბრუნების მოთხოვნა.

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების შესახებ ინფორმაცია უკვე მიწოდებულია გადასახადის გადამხდელებისთვის კომუნიკაციის სხვადასხვა არხის გამოყენებით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო