ჩუღურეთის გამგეობის 2022 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, ზურაბ ბაქანიძემ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსა და მოსახლეობას გამგეობის საქმიანობის 2022 წლის ანგარიში წარუდგინა.

მათივე ცნობით, მიმდინარე წელს, ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის 6 885 000 ლარი დაიხარჯა. 34 მისამართზე აშენდა გზის და გრუნტის დამჭერი კედელი. ასევე, 56 მისამართზე, 39 897 კვადრატულ მეტრზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო.

გარდა ამისა, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 108 მისამართზე სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაო განხორციელდა.

„ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტებისთვის ჯამში, 17 048 899 ლარი დახარჯა.

ამასთან, პრეზენტაციაზე ზურაბ ბაქანიძემ მომავალ წელს დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზეც ისაუბრა.

ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი რიმა ბერაძე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ჩიკვილაძე, საკრებულოს წევრები და თბილისის რაიონების გამგებლები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი