საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან ორმხრივი შეხვედრა გამართა

აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვთან შეხვედრაზე ყურადღება რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე, მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„თავდაცვის მინისტრებმა ერთობლივად განხორციელებული და მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტები განიხილეს. ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ისტორიული მნიშვნელობის მატარებელია ენერგეტიკული პროექტის განხორციელება, რომელიც რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთისა ხელმძღვანელმა პირებმა ხელმოწერით დაადასტურეს.

შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებზეც ისაუბრეს, მათ შორის სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობასა და მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებში ერთობლივ მონაწილეობაზე.

აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალი წლების განმავლობაში რეგულარულად იმართება და მას მონაწილე ქვეყნები როტაციის პრინციპით მასპინძლობენ. წელს მინისტერიალი თურქეთის რესპუბლიკაში ტარდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში