თეიმურაზ ჯანჯალიას ინფორმაციით, წლის ბოლოსთვის საქართველო ევროკავშირის მხრიდან კითხვარის მეორე ნაწილის შეფასების გამოქვეყნებას ელოდება

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თეიმურაზ ჯანჯალიას ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბოლოსთვის საქართველო ევროკავშირის მხრიდან კითხვარის მეორე ნაწილის შეფასების გამოქვეყნებას ელოდება.

როგორც მინისტრის მოადგილემ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განმარტა, ეს იქნება საქართველოს თავსებადობის შეფასება საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოების მიმართულებით, ხოლო მომავალი წლის შემოდგომაზე ევროკომისიის შეფასების მორიგი ანგარიში გამოქვეყნდება.

“გვაქვს ინფორმაცია, რომ შეფასება პოზიტიურია. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგმული, რაც ეხება ევროკავშირთან საქართველოს თავსებადობას საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოების მიმართულებით. მომავალი წლის შემოდგომაზე ველოდებით, რომ გაფართოების პაკეტის ფარგლებში, საქართველოს საბოლოოდ, კანდიდატის სტატუსი მიენიჭება“, - განაცხადა თეიმურაზ ჯანჯალიამ.

მისივე ინფორმაციით, საქართველო წარმატებით განაგრძობს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელებას.

ჯანჯალიას თქმით, ამ ეტაპზე, საქართველომ წარმატებით განახორციელა ასოცირების შეთანხმების ვალდებულებების დაახლოებით 50%, ხოლო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის განხორციელების მიმართულებით ევრო-დირექტივებისა და რეგულაციების დაახლოებით 60% საქართველოს კანონმდებლობაში უკვე ასახულია.

ჯანჯალიამ ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ დაასრულა მუშაობა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ახალ დღის წესრიგზე, რომელიც 7-წლიანია და საშუალოვადიან და გრძელვადიან პრიორიტეტებს აერთიანებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო