ეკა ბესელია - როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ მხრიდან რუსეთის მიმართ რაღაც ვალდებულებები არსებობს, რადგან ასეთ მძიმე უღელში არიან შებმულები - უმწიფრობასაც აქვს საზღვარი, მაგრამ ეს ყველაფერი ლიმიტს სცდება

როგორც ჩანს, რუსეთის მიმართ „ქართული ოცნების“ მხრიდან რაღაც ვალდებულებები არსებობს, რადგან ასეთ მძიმე უღელში არიან შებმულები - აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში როდესაც ვმუშაობდით, წარმოუდგენელი ტემპით სწრაფად მივდიოდით წინ, ასე კი არ მივჩანჩალებდით - მაშინ თუ გვქონდა ეს პოლიტიკური ნება, ახლა რატომ არ არის?, - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, გამოუცდელობასაც აქვს საზღვარი და „ქართული ოცნების“ ქმედებები ამ ლიმიტს სცდება.

„ერთი, რაც ძალიან რთული სათქმელია, მიჭირს დაშვება, მაგრამ მგონია, რომ როგორც ჩანს, რუსეთის მიმართ „ქართული ოცნების“ მხრიდან რაღაც ვალდებულებები არსებობს, რადგან ასეთ მძიმე უღელში არიან შებმულები. სხვაგვარად ვერ ვხსნი. უმწიფრობასაც აქვს თავისი საზღვარი. გამოუცდელობასაც აქვს რაღაც ლიმიტი, ეს ყველაფერი ამ ლიმიტს სცდება. ვინ არის ის, ვინც ამას მიიღებს - „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების ძალიან მცირე ნაწილი. დიდი ნაწილი, ვინც „ოცნებას“ უჭერდა მხარს და ვისაც ეს კრიტიკული აზროვნება აქვს, ასეთ ბოდვას, როგორც რეალობას ვერ მიიღებს. ვერასდროს დავიჯერებ, მაგრამ დავუშვათ, რომ სიმართლესთან არის ახლოს და დასავლეთმა გადაწყვიტა, რომ უკრაინაში ომის შეჩერება კი არ არის ამბავი, არამედ ამოცანა არის საქართველოშიც ომის გაჩაღება. წარმოვიდგინოთ, რა ხიფათის შემცველია, საქართველოში რომ საომარი მდგომარეობა იყოს. ყველაფერს აკეთებენ, რომ უკრაინაში მოხდეს ლოკალიზება. ერთი წუთით რომ დავუშვათ, რომ დანარჩენი ცივილიზებული სამყარო ამ შეთქმულების მონაწილეა. დაუშვებელია ასე საუბარი მით უფრო, როდესაც გავიაზრებთ, რა რესურსს ხარჯავს დასავლეთი, რომ ეს ომი უკრაინის სასარგებლოდ რაც შეიძლება მალე დასრულდეს.

საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ყოველთვის ერთად მივდიოდით. მახსოვს, როდესაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატი შეიქმნა, ევროპარლამენტში ასოცირების კომიტეტის წევრი ვიყავი. როდესაც ვმუშაობდით, წარმოუდგენელი ტემპით სწრაფად მივდიოდით წინ, რომ საკანონმდებლო პროცესი ჰარმონიზებული ყოფილიყო მოთხოვნებთან. ასე კი არ მივჩანჩალებდით და ამ 12 პუნქტზე კი არ გვქონდა ამხელა ჭიდილი. 120 და 220 კანონს ვიღებდით სასესიო პერიოდში. დღე და ღამე ვმუშაობდით, რომ პირველი ეტაპი სწრაფად გაგვევლო. მაშინ თუ გვქონდა ეს პოლიტიკური ნება, ახლა რატომ არ არის? მაშინ გვქონდა პოლიტიკური ნებაც, მზაობაც, არაფერი ხელს არ გვიშლიდა. თუ გვიშლიდა, ამ წინაღობებს ძალიან სწრაფად ვლახავდით, შიგნით არ გვქონდა რაიმე ჭმუნვა და ფიქრი - გვინდა ევროკავშირი თუ არა“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

მან ასევე ისაუბრა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმეზეც. კითხვაზე, ხომ არ უნდა მივიჩნიოთ სააკაშვილი „პუტინის პატიმრად“, ბესელია ამბობს, რომ ამას არ გამორიცხავს.

„ქართულ ოცნებას“ წესით არ უნდა აწყობდეს - რისკია, რომ შეიძლება მთელი ეს ისტორია ფატალურად დასრულდეს. მეორე საკითხია ის, რომ იღებს ძალიან საზიანო რეზოლუციებსა და შეფასებებს. იმ ჭრილში, როდესაც მართლმსაჯულების ნდობა არაა, სულ რომ იდეალურად ყოფილიყო სააკაშვილის საქმე წარმართული, იმდენად მძიმე წინაპირობები აქვს პროცესს, ვერ დააჯერებ, რომ ექსპრეზიდენტს თავისუფალი სასამართლოს პირობებში ასამართლებ.

თუ რაციონალურად იფიქრებ, ხელისუფლება რომ ხარ არ უნდა გაწყობდეს და ის უნდა გაიყვანო ქვეყნიდან. მაშინ აქ ორი რამეა საფიქრალი: აქაც ვალდებულების საკითხია, ვერ გამოვრიცხავ, ვფიქრობ, ხომ არ არის აქაც რაიმე ვალდებულება და პერსონალური შურისძიების საკითხი ხომ არ დგას, ან მეორე - ვისაც ისტორიას უყვებიან, რომ საქართველოს ომში ითრევენ, მათ ეუბნებიან - ხომ გინდოდათ მისი დასჯა, ახლა არსად გავუშვებთ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო