თბილისის საკრებულო - თბილისში ახალი პროექტი „გაამწვანე თბილისის ბაგა-ბაღები“ დაიწყო

თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რევაზ სოხაძის ინიციატივით, თბილისის მერიის ახალი პროექტის „გაამწვანე თბილისის ბაგა-ბაღები“ ფარგლებში ვარკეთილი 3-ში მდებარე N169 საბავშვო ბაღის ეზოში გამწვანების აქცია მოეწყო. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

როგორც საკრებულოს დეპუტატმა რევაზ სოხაძემ აღნიშნა, დედაქალაქის მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს გამწვანება და თბილისში მეტი რეკრეაციული სივრცის უზრუნველყოფით ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი გარემოს შექმნა წარმოადგენს.

„დღეს მთავრობის სხდომაზე მნიშვნელოვანი ინიციატივა გაჟღერდა, ეს არის „გაამწვანე თბილისის ბაგა-ბაღები“, რაც თბილისში არსებული ბაგა-ბაღების ეზოების გამწვანებას გულისხმობს. მნიშვნელოვანია პატარების ჩართულობაც, რადგან ისინი თავად იღებენ ხეების დარგვაში მონაწილეობას. აღნიშნული პროექტი ბაღების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება. ჩვენს ქალაქში მნიშვნელოვანია ნებისმიერი ტერიტორიის რეკრეაციული დატვირთვით გამოყენება“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

უწყების ცნობით, გამწვანების ღონისძიებაში, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია, თბილისის საკრებულოს წევრები ნინო ვარდოსანიძე, ლევან არველაძე, ლევან აბაშიძე, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ტოგონიძე, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, ბაღის აღმზრდელ-პედაგოგები და აღსაზრდელები მონაწილეობდნენ.

თბილისის ბაგა-ბაღების გამწვანების პროექტის ფარგლებში N169 საბავშვო ბაღის ეზოს გამწვანება დაიწყო, რომელიც თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა და შპს „ეკოსერვის ჯგუფმა“ განახორციელა, სადაც 150-მდე ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი, კერძოდ, ჰიმალაის კედარი, მინდვრის ნეკერჩხალი, ატლასის კედარი და იფანი დაირგო.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა