ანა ნაცვლიშვილი და არმაზ ახვლედიანი სახელმწიფო უწყებებს მიმართავენ, გაატარონ აქტიური ღონისძიებები, რათა პიროტექნიკის გამოყენებით მოქალაქეები არ დაზარალდნენ

„გაატარე ახალი წელი უსაფრთხოდ!" - ამ შინაარსის წინასაახალწლო კამპანიის ინიციატორები ანა ნაცვლიშვილი და არმაზ ახვლედიანი არიან. ამის შესახებ ინფორმაციას „ლელო“ ავრცელებს.

დეპუტატების თქმით, დღეს კანონით აკრძალულია პიროტექნიკის მიყიდვა არასრულწლოვნებისათვის, ასევე დასჯადია მისი აღრიცხვის, შენახვის, გადაზიდვის ან გამოყენების წესის დარღვევა, ამის მიუხედავად პიროტექნიკით საახალწლო პერიოდში ყოველწლიურად ათეულობით მოქალაქე ზიანდება, მათ შორის, ყველაზე ხშირად არასრულწლოვნები.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დეპუტატებმა შინაგან საქმეთა, განათლების და გარემოს დაცვის სამინისტროებს, პირველ რიგში კი მუნიციპალიტეტების მერებს მიმართეს წინადადებით (ვისაც კანონით ამ საკითხის კონტროლი ავალიათ), წინასაახალწლო პერიოდში აქტიური ღონისძიებები გაატარონ და იმუშაონ, რათა არსებული აკრძალვების აღსრულება და მათ შესახებ საზოგადროებაში ინფორმაციის ფართოდ გავრცელება უზრუნველყონ.

დეპუტატების განცხადებით, სახელმწიფომ აქტიურად უნდა იმუშავოს საზოგადოებასთან, რათა თავიდან იქნას აცილებული ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევები და პიროტექნიკის მოხმარებით გამოწვეული ზიანი მინიმუმამდე შემცირდეს.

„საჭიროა გაიზარდოს ცნობადობა იმ მავნე ზეგავლენის შესახებ, რაც პიროტექნიკას მოაქვს, ასევე გადაუდებლად აუცილებელია, პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან, აქტიურად მოხდეს რეგულაციების დარღვევის პრევენცია.

პარლამენტარები გეგმავენ აქტიური მონიტორინგი განახორციელონ რამდენად ეფექტურად ხდება კანონში არსებული აკრძალვების აღსრულება, და საჭიროების მიხედვით - მოამზადონ დამატებითი საკანონმდებლო რეგულაციები პიროტექნიკის რეალიზებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, ასევე გააგრძელონ მუშაობა საზოგადოებაში ცნობიერების ასამაღლებლად.

საქართველოს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით: 2022 წელს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში 27 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არასრულწლოვანებიც. თბილისში ამ მიზეზით რვა პაციენტს გაეწია დახმარება - მათ შორის 1 არასრულწლოვანს. მათგან 6 ადამიანი, სხეულის სხვადასხვა მიდამოს დაზიანებით ჰოსპიტალიზებული იყო. საქართველოს რეგიონებში პიროტექნიკით დაზიანების 19 შემთხვევა დაფიქსირდა, კლინიკაში გადაყვანილ იქნა 13 პაციენტი. 2021 წელს საქართველოს მასშტაბით, პროტექნიკით დაზიანების 51 შემთხვევა დაფიქსირდა. უწყების თანახმად, ჰოსპიტალიზირება 36 მათგანს დასჭირდა. დაზიანების შემთხვევები ასე ნაწილდება: თბილისი – 36 პაციენტი, მათ შორის ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 27-ს; რეგიონებიში – 15 პაციენტი, მათ შორის ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა – 9-ს. გარდა ამისა, ახალი წლის ღამეს, სავარაუდოდ, პიროტექნიკის გამოყენების გამო გაჩნდა რამდენიმე ხანძარი — დაზიანდა სასაწყობე შენობები და ავტომობილები.

ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, 2020 წლის დასაწყისში - ახალი და ძველით ახალი წლის დღესასწაულებზე - თბილისსა და რეგიონებში პიროტექნიკის არასწორი გამოყენების გამო, ჯამში, 90 ადამიანი დაშავდა, მათგან თბილისში დაშავებული მოქალაქეებიდან ჰოსპიტალიზაცია 35-ს დასჭირდა, ხოლო რეგიონებში დაზარალებულებიდან - 16-ს”, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო