მედია - ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა კიევის დროით 21:00 საათზეა დაგეგმილი

მედია - ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა კიევის დროით 21:00 საათზეა დაგეგმილი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კიევის დროით 21:00 საათზე თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ეს ამერიკელი ლიდერის ყოველდღიური რუტინიდან გამომდინარეობს.

„აშშ-ის პრეზიდენტის განრიგის მიხედვით, ჯო ბაიდენი ადგილობრივი დროით 14:00 საათზე (კიევის დროით 21:00 საათზე) „უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრი სახლის სამხრეთ ეზოში მიესალმება“ , - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კიევის დროით 21:30 საათზე ორ ლიდერს შორის მოლაპარაკებებია დაგეგმილი, ხოლო 23:30 საათზე - ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.