თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჯო ბაიდენმა მიიწვია, რადგან ომი „ახალ ფაზაში შედის“

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიმდინარე კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში მიიწვია, რადგან თეთრი სახლი მიიჩნევს, რომ ომი ახალ ფაზაში შევიდა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

„პრეზიდენტს ნამდვილად სჯერა, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად, როდესაც ჩვენ შევდივართ პუტინის აგრესიის ომის ახალ ფაზაში, ახლა არის შესაფერისი დრო, რომ ორი ლიდერი პირისპირ დასხდნენ და ისაუბრონ“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, პრეზიდენტები, ასევე, განიხილავენ ომის დასრულების შესაძლო სცენარებს.

მანვე დასძინა, რომ „ეს სენსიტიური თემაა და დასავლელ ლიდერებს შორის გარკვეული კამათის საგანია“ .

„ეჭვი არ მეპარება, რომ ისინი ისაუბრებენ იმაზე, თუ რას ფიქრობს ზელენსკი სამართლიანი სამყაროს შესახებ, რა არის მისი კომპონენტები და როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ უკრაინას მის მიღწევაში“, - განუცხადა კირბიმ CNN-ს.

მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი არ არის დიპლომატიით დაინტერესებული.

„ბატონი პუტინი აშკარად არ არის დაინტერესებული დიპლომატიაში ახლა. პირიქით, ის დაინტერესებულია მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქის მოკვლით“ , - აღნიშნა კირბიმ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო