გია ვოლსკი - უპრიანი იქნებოდა, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს ოფიციალურ პირებთან ესაუბრათ, რომ განცხადებები საქართველოს ომში ჩართვის სურვილზე, შეუსაბამო და შეუფერებელია

უპრიანი იქნებოდა, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს უკრაინის ოფიციალურ პირებთან ესაუბრათ იმის შესახებ, რომ ასეთი განცხადებები – საქართველოს ომში ჩართვის სურვილზე შეუსაბამო და შეუფერებელია სტრატეგიულ პარტნიორობასთან, რომელიც საქართველოს და უკრაინას ერთმანეთთან უნდა აკავშირებდეს , - ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელ, ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებას, რომ „უკრაინა არასოდეს ჩარეულა და არც გეგმავს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას“.

ვოლსკის შეფასებით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან აღნიშნული განცხადების გაკეთება კარგია.

„ძალიან კარგია, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასეთი განცხადება გააკეთა, მაგრამ სანამ ამ განცხადებას გააკეთებდნენ, უპრიანი იქნებოდა, ესაუბრათ საკმაოდ მაღალი დონის ოფიციალურ პირებთან, რომ ასეთი განცხადებები – საქართველოს ომში ჩართვის სურვილზე და ეს სტრატეგიული ამოცანა შეუსაბამო და შეუფერებელია იმ აუცილებელ სტრატეგიულ პარტნიორობასთან, რომელიც საქართველოს და უკრაინას ერთმანეთთან უნდა აკავშირებდეს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვოლსკი ასევე გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მალხაზ ურთქმელიძის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის ფაქტი არ დასტურდება.

ვიცე-სპიკერის შეფასებით, მოწამვლის თემა „პოლიტიკური თაღლითების ხელში“ აღმოჩნდა.

„ფაქტია, რომ როგორც კი ამ სამართლებრივ და თუნდაც ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებულ პროცესში ჩაერთო ლობისტური კომპანია, რომელიც იქირავეს, იმ წუთში აქტუალური გახდა სიტყვა მოწამვლა. აქედან გამომდინარე, არათუ მანიპულატორების ხელში აღმოჩნდა ეს თემა სააკაშვილის და რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, არამედ ჩამოყალიბებული პოლიტიკური თაღლითების ხელში, რომელთაც გადაწყვიტეს, რომ ამრიგად უნდა მიიქციონ ყურადღება საერთაშორისო ასპარეზზე, იქნებ გარკვეულმა ზეწოლამ განაპირობოს სააკაშვილის დახსნა დამსახურებული სასჯელისგან. მიჩნდება საფუძველი ვთქვა, რომ ადგილი აქვს სიმულაციას თავად სააკაშვილის მხრიდან, რომელიც გუშინ ამბობდა, რომ მოწამვლაზე საუბარი არ შეიძლება იყოს, დღეს კი საპირისპირო განცხადებას აკეთებს თავადაც და ის ადამიანებიც, ვინც ხან ადვოკატად წარმოგვიდგებიან, ხან ოჯახის წვერებად, ხან კი თანაპარტიელებად. ყველა ეს ადამიანი გაერთიანებულია ერთ ჯგუფში - შეთქმულები საქართველოს წინააღმდეგ. ისინი ჩამოყალიბებული თაღლითები არიან. ამ თაღლითობას საკმაოდ სერიოზული მიზეზი აქვს და ამას ჰქვია პოლიტიკურ ველზე გამარჯვებისკენ სწრაფვა, საზოგადოების დარაზმვისკენ სწრაფვა, რათა რევოლუციური პროცესები განვითარდეს და სახელმწიფოს ინტერესებს როგორმე ზარალი მიაყენონ. რეალურად საქმე გვაქვს თაღლითობასთან და ამას აქვს მიზანი - როგორმე საერთაშორისო ზეწოლა გაიზარდოს საქართველოს ხელისუფლებაზე და დაზარალდეს სტაბილურობა, რომელიც რთული შესანარჩუნებელია ამ ტურბულენტურ ვითარებაში რაც რეგიონში არსებობს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო