მამუკა მდინარაძე - ოპონენტებმა მხარდაჭერის დაფიქსირება არცერთ კანდიდატთან დაკავშირებით არ მოინდომეს, აქედან გამომდინარე, ვერ შევძლებთ ომბუდსმენის არჩევას - იგივე შედეგი დაიდო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან დაკავშირებითაც

ვერ შევძლებთ ომბუდსმენის არჩევას და გავაგრძელებთ მუშაობას იმასთან დაკავშირებით, რომ საგაზაფხულო სესიაზე მაინც რამენაირად შევძლოთ, საერთო კანდიდატზე ჩამოვყალიბდეთ,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ შეთავაზებული 5 კანდიდატიდან არცერთის მხარდაჭერა არ მოინდომა.

მდინარაძის განცხადებითვე, იგივე ვითარებაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის საკითხზეც.

„დღეს უკვე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ იმ 5 კანდიდატიდან, რომელთაგანაც შევთავაზეთ, რომ ერთი აერჩიათ და ამის შემდეგ საერთო კანდიდატზე შესაძლებელი იქნებოდა შეჯერება, ჩვენმა ოპონენტებმა არცერთ კანდიდატთან დაკავშირებით მხარდაჭერის დაფიქსირება არ მოინდომეს. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ვერ შევძლებთ ომბუდსმენის არჩევას და გავაგრძელებთ მუშაობას იმასთან დაკავშირებით, რომ საგაზაფხულო სესიაზე მაინც რამენაირად შევძლოთ, საერთო კანდიდატზე ჩამოვყალიბდეთ. იგივე შედეგი დაიდო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან დაკავშირებითაც. 32 კანდიდატია წარმოდგენილი და უმრავლესობა კიდევ ერთხელ აფიქსირებს მზადყოფნას, რომ ნახევარს მაინც ამ კანდიდატებიდან, მხარი დავუჭიროთ, ანუ 16-მდე კანდიდატს შეგვიძლია დავუჭიროთ მხარი. არცერთ იმ კანდიდატთან დაკავშირებით, რომლის მხარდაჭერის მზაობაც არის ჩვენი მხრიდან, კონსენსუსი არ არის. როგორც ომბუდსმენის შემთხვევაში, მაინცდამაინც 2 კანდიდატზე რომ არიან ჩამოყალიბებული, აქაც ირკვევა, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატების გარდა, სხვაზე საუბარს არ აპირებენ. 5-6 კანდიდატია, ვისზეც საუბრობენ - აბაშიძე, ბურჯანაძე და ა.შ. ერთი გადაკვეთის წერტილიც კი არ აღმოჩნდა. ამიტომ ვუწოდებთ ამას, მათი მხრიდან ულტიმატუმს“, - განაცხადა მდინარაძემ.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში