პარლამენტი სახალხო დამცველის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის და ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს უყრის კენჭს, თუმცა არსებული ინფორმაციით, ყველა საკითხი ჩავარდება

პარლამენტი დღეს, 22 დეკემბერს, კენჭს უყრის სახალხო დამცველის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის, ასევე ცესკოს

თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს, თუმცა, არსებული ინფორმაციით, ვერცერთ თანამდებობაზე ვერცერთი წარდგენილი კანდიდატის არჩევა ვერ მოხდება და ყველა ზემოხსენებული პოსტი ვაკანტური დარჩება.

მიზეზი პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ მხარეებს შორის კონსენსუსის არარსებობაა.

საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის გათვალისწინებით, პარლამენტი სახალხო დამცველს, 6 წლის ვადით, სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს. ეს არის 90 ხმა, რომელიც არცერთ საპარლამენტო პარტიას არ გააჩნია და საჭიროა შეთანხმება. ომბუდსმენის პოსტზე განაცხადი სულ 19 პირმა გააკეთა. მათგან საპარლამენტო ოპოზიცია სახალხო დამცველის პოსტზე ასარჩევად მხარს ანა აბაშიძის, გიორგი ბურჯანაძისა და ნაზი ჯანეზაშვილის კანდიდატურებს უჭერს. მმართველი გუნდის შეთავაზებაა პარლამენტმა გადაწყვეტილება შემდეგ ხუთ კანდიდატს: - ლელა გაფრინდაშვილს, თინათინ ერქვანიას, ნუგზარ კოხრეიძეს, გიორგი მარიამიძესა და ქეთევან ჩაჩავას შორის მიიღოს.

90-ხმიანი კონსენსუსი სჭირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევას. თითქმის ორი წელია საბჭოში ხუთი არამოსამართლე წევრის ადგილი ვაკანტურია. აღნიშნული თანამდებობის დასაკავებლად პარლამენტში კონკურსი 30 სექტემბერს გამოცხადდა და განაცხადი 32-მა პირმა გააკეთა, თუმცა შეთანხმების არარსებობის გამო, ვერც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს აირჩევენ.

რაც შეეხება ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს პროფესიული წევრების არჩევის საკითხს, პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები წარუდგინა. გარდა ამისა, ცესკოს წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილნი არიან გიორგი მარსაგიშვილი და ნათია წიპტაური, ხოლო მეორე ვაკანტურ თანამდებობაზე - ლევან ისაკაძე და ქრისტინე ქაჯაია. წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნულ პირებს მხარს არც საპარლამენტო ოპოზიცია უჭერს და არც - უმრავლესობა. შესაბამისად, ეს საკითხიც ჩავარდება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო