მარია ზახაროვამ ევროკავშირის გადაწყვეტილებას ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში გაცემული რუსული პასპორტების უარყოფის შესახებ „ვიზა დისკრიმინაცია“ უწოდა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ ევროკავშირის გადაწყვეტილებას ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში გაცემული რუსული პასპორტების უარყოფის შესახებ „ვიზა დისკრიმინაცია“ უწოდა.

ზახაროვას განცხადება სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ზახაროვამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქმედებები „ექვემდებარება ცინიკურ პოლიტიკურ ამოცანებს“, გარდა ამისა, ყირიმსა და სევასტოპოლში გაცემულ პასპორტებს ევროპის მიერ "სპეცოპერაციის" დაწყებამდეც კი არ იღებდნენ.

„ევროკავშირი ცალმხრივად ზღუდავს მილიონობით ადამიანის გადაადგილების თავისუფლებას და არ აძლევს მათ უფლებას, თავისუფლად აირჩიონ მოქალაქეობა და საცხოვრებელი ადგილი“ , - აღნიშნა ზახაროვამ.

მისი თქმით, ევროკავშირის ქმედებები არღვევს ადამიანისა და მოქალაქის უფლებების დაცვის სფეროში მიღებული დოკუმენტების დებულებებს და ეწინააღმდეგება ფუნდამენტურ პრინციპს, რომ კონკრეტულ ტერიტორიაზე სახელმწიფოს სუვერენიტეტის არაღიარება არ შეიძლება ჩაითვალოს ამ ტერიტორიის მცხოვრებთა უფლებების დარღვევის საფუძვლად.

„ასეთი სეგრეგაციის პოლიტიკა სხვა არაფერია, თუ არა პირდაპირი ჩარევა სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში, რაც კიდევ ერთხელ ასახავს ევროკავშირის ჭეშმარიტ მტრულ ზრახვებს ჩვენი ქვეყნისა და მისი მოქალაქეების მიმართ. ამ ქმედებების რეალური შედეგი იქნება ევროკავშირის მხრიდან ავტორიტეტის შემდგომი დაკარგვა საერთაშორისო საქმეებში“ , - აღნიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა და დასძინა, რომ სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს რუსეთის მოქალაქეების უფლებების დასაცავად.

ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთის ე.წ. ახალ რეგიონებში გაცემული რუსული პასპორტების არაღიარების შესახებ გადაწყვეტილება 14 დეკემბერს მიიღეს და ოფიციალურად დღეს, 21 დეკემბერს გამოქვეყნდა.

გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„საქკაბელმა“ ჩეხეთის რესპუბლიკაში ექსპორტი განახორციელა
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ მეორე ნახევარკუნძულის მშენებლობა დაიწყო