გიორგი სააკაშვილი - მიშა არის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე - გონს მოეგოს მმართველი პარტია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმა გიორგი სააკაშვილი იმედოვნებს, რომ ხვალ, 22 დეკემბერს სასამართლო მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას მიიღებს და მასში „ქართული ოცნება“ არ ჩაერევა. ამის შესახებ გიორგი სააკაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა.

გიორგი სააკაშვილმა ძმას დაბადების დღე მიულოცა და გამძლეობა უსურვა.

ექსპრეზიდენტის ძმა დარწმუნებულია, რომ „ჯოჯოხეთი ძალიან მალე დასრულდება მიშასთვის“ და აცხადებს, რომ პირველ რიგში, სურს, რომ ჯანმრთელს ხედავდეს.

„ადამიანი არის სიკვდილ სიცოცხლის ზღვარზე, ან ვწირავთ ადამიანს ბოლომდე, სიკვდილს ვუწესებთ, ან ვაძლევთ უფლებას იცოცხლოს, დანარჩენი მმართველ პარტიაზეა დამოკიდებული. ხვალ მოსამართლემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და იმედს ვიქონიებ, რომ ეს იქნება დამოუკიდებელი. მაინც მჯერა, მინდა მჯეროდეს, რომ უნდა შევდგეთ ქვეყნად, სადაც ყველა აკეთებს საკუთარ საქმეს და მმართველი პარტია არ ჩაერევა ამ გადაწყვეტილებაში“, - აღნიშნა ექსპრეზიდენტის ძმამ.

ხვალ ჩანიშნული სასამართლოო პროცესის მოლოდინების გარდა, ყოფილი პრეზიდენტის ძმამ ისაუბრა მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებების თაობაზეც, თითქოს სააკაშვილის გამოგზავნა საქართველოში „იყო სპეცოპერაცია“ და განაცხადა, რომ „სასაცილო მოსასმენი“ იყო.

მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდება საქართველოს ხელისუფლებისადმი მხარდაჭერას და საკუთარ მოქალაქეზე ზრუნვას გამოხატავდა.

გიორგი სააკაშვილის განცხადებით, ხელისუფლების განცხადებები „პროპაგანდის ნაწილია“.

„ყველა სახელმწიფო, ყველა სახელმწიფო ლიდერი ზრუნავს თავის მოქალაქეზე, საქართველოს მთავრობისგან განსხვავებით. თურმე, ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, რომ ეს არის სპეცოპერაცია და დადასტურდა, რომ მიშა სააკაშვილი წინასწარ გამოგზავნეს. კითხვას დავსვამ: მიშა სააკაშვილი ჩამოვიდა ოქტომბერში, ომი დაიწყო თებერვალში, კონტექსტში არ ჯდება არანაირად. უბრალოდ პროპაგანდის ნაწილია, რომელიც მოსახლეობას არწმუნებს, რომ თურმე მიშა სააკაშვილი მისიით ჩამოვიდა. ჯერ თითქოს სახელმწიფო გადატრიალება უნდოდა, გუშინ ვიგებთ, რომ ომში ჩართვა უნდოდა, მმართველი პარტია გაერკვიოს, თავის განცხადებებში, შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება. უბრალოდ სირცხვილია, როგორ მდგომარეობაში იმყოფება მიშა სააკაშვილი. მე მაინც ვფიქრობ, რომ არ არის დრო პოლარიზაციის, უნდა მოხდეს დეპოლარიზაცია და უნდა მიეცეს მიშა სააკაშვილს თავისუფალი ცხოვრების უფლება, ვგულისხმობ, რომ ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები აქვს. ნებისმიერი სახელმწიფო თავის მოქალაქეზე ზრუნავს, პრეზიდენტებს ყველა ქვეყანაში უნდა აფასებდნენ შესაბამის დონეზე. არ მინდა დეტალურად ჩაძიება, რა როლი მიუძღვის და რა ქვეყანა რა ქვეყანას დაამსგავსა, რომ მართლა მნიშვნელოვანი ძვრები იყო, მესმის, რომ ზოგი განაწყენებულია“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ ერთადერთი გამოსავალია მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის უფლება მიეცეს.

„მოეგოს მმართველი პარტია გონს და მისცეს ადამიანს სიცოცხლის უფლება“, - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2024
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის - რა სიახლეებს უნდა ელოდონ საპენსიო სქემის მონაწილეები
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს