შალვა ხაჭაპურიძე - მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია ტოქსიკური ნივთიერებები - ჩემგან არასდროს თქმულა, რომ ვიღაცამ მოწამლა

სადმე, ოდესმე ვთქვით სიტყვა, რომ მოწამლულია? - ჩვენ ვამბობთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია ტოქსიკური ნივთიერებები , - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

შალვა ხაჭაპურიძემ განმარტა, რის საფუძველზე იყო საუბარი, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში ტოქსიკური ნივთიერებები აღმოჩნდა.

„ჩვენ ვამბობთ შემდეგს: „ვივამედმა“ მიხეილ სააკაშვილს ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარა. კვლევა არასწორად იყო ჩატარებული, რადგან ექსპერტიზა ფრჩხილის ნიმუშებით უნდა ჩაეტარებინათ. შემდეგ ამერიკაში გაგზავნეს. ლაბორატორიული დასკვნით, ორგანიზმში მძიმე მეტალები აღმოჩნდა. სადმე, ოდესმე ვთქვით სიტყვა, რომ მოწამლულია? - არ გვიხსენებია, ჩვენ არ ვამბობთ, თვითონ ხელისუფლება იძახის მოწამლულიაო, თვითონ ყვირიან, შემდეგ გამოდიან და ამბობენ, არ მოგვიწამლიაო. ჩვენ ვამბობთ, რომ მის ორგანიზმში აღმოჩენილია ტოქსიკური ნივთიერებები. მე ვარ სპიკერი და ჩემგან არასდროს თქმულა, რომ სააკაშვილს, ვიღაცამ პირი დააღებინა და მოწამლა. ჩვენ დავეყრდენით ამერიკელი ტოქსიკოლოგის დასკვნას და ვთქვით, რომ აზრი არ ჰქონდა ექსპერტიზის ჩატარებას. ამ კვლევებს საქართველოში ვერ ვატარებთ. კვლევები რომ დავიწყოთ, ლაბორატორიების მოძებნა დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული, ამიტომ გავჩერდით“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ადვოკატმა ასევე ისაუბრა მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ხვალინდელ პროცესზე და განაცხადა, რომ მას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია მესამე პრეზიდენტს მისცემენ თუ არა ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვის უფლებას.

„ვერ გეტყვით მისცემენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს ხვალინდელ სასამართლო პროცესზე ჩართვის უფლებას. რამდენიმე დღის წინ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განცხადება გააკეთა ტექნიკურ პრობლემებთან დაკავშირებით და ახლა კი აცხადებენ, ჩავრთავთო სააკაშვილს სასამართლო პროცესზე. დიდი მადლობა, დიდი შეღავათია.

როგორც ვატყობ მოყვანით არ მოჰყავთ, იმიტომ რომ მძიმე ავადმყოფია. კლინიკა, სადაც მიხეილ სააკაშვილი მკურნალობს, აცხადებს, რომ მისი ტრანსპორტირება არ შეიძლება, რადგან მისი მდგომარეობა იმდენად მძიმეა, შეიძლება, გზაში მოკვდესო“, - აღნიშნა მან.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი