ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი უკრაინის პრეზიდენტის მგზავრობის განრიგის მცოდნე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

“სხვა წყარომ თქვა, რომ მისი თვითმფრინავი ენრდიუსის ავიაბაზაზე დაჯდა”, - წერს გამოცემა.

ზელენსკიმ “ფეისბუქის” პირად გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ უკრაინასა და აშშ-ის შორის ორმხრივ თანამშრომლობას განიხილავს.

“დღეს მე ვაშინგტონში ვარ, რათა მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს, პრეზიდენტსა და კონგრესს მათი ასე საჭირო დახმარებისთვის. და ასევე, რათა გავაგრძელოთ თანამშრომლობა ჩვენი გამარჯვების დასაახლოებლად. მოლაპარაკებების რამდენიმე სერიას გავმართავ, რათა უკრაინის გამძლეობა და თავდაცვის შესაძლებლობები გავაძლიეროთ. კერძოდ, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან განვიხილავთ უკრაინასა და აშშ-ის შორის ორმხრივ თანამშრომლობას.

მომავალ წელს ჩვენ უნდა დავუბრუნოთ უკრაინის დროშა და თავისუფლება ჩვენს მთლიან მიწას, ყველა ჩვენს ხალხს”, - წერს ზელენსკი.

გილიომ მერსიე - ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება საქართველოს ხელისუფლების ხელშია - ევროკავშირი მზადაა განაახლოს ურთიერთობა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შესახებ - ახალი სპორტული ობიექტები შესანიშნავია და უმაღლესი დონის საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული საერთაშორისო სკოლის დირექტორი  - „საქართველოს კაპიტალი“ ბრიტანულ-ქართული აკადემიის დირექტორად არაკომპეტენტური და საეჭვო რეპუტაციის პირის დანიშვნას ცდილობს
„ამბასადორი აილენდ ბათუმს“ ზღვაში მოწყობილი 19 ჰექტარი  ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა