ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა დაიწყო

თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ორმხრივი შეხვედრა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

შეხვედრის შემდეგ ორმხრივი პრესკონფერენცია იგეგმება.

თეთრი სახლის ინფორმაციით, მოლაპარაკებების დროს ზელენსკისა და ბაიდენს “ბრძოლის ველზე სამომავლო ქმედებების სიღრმისეული სტრატეგიული განხილვის შესაძლებლობა ექნებათ”.

ამის გარდა, მხარეები განიხილავენ აშშ-ისა და მოკავშირეების მიერ უკრაინელი სამხედროების წვრთნის შესაძლებლობებს.

საუბარი ასევე შეეხება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებსა და საექსპორტო კონტროლს, რათა შემცირდეს მოსკოვის სამხედრო-სამრეწველო პოტენციალი.

“პრეზიდენტ ბაიდენს შესაძლებლობა ექნება მხარდაჭერის კონტექსტში აღნიშნოს, რომ ეს ეხება არა მხოლოდ იმას, რასაც აქამდე ვაკეთებდით, არამედ იმასაც, რას გავაკეთებთ დღეს და გავაგრძელებთ კეთებას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება”, - აღნიშნეს თეთრ სახლში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო