ალუდა ღუდუშაური - რამ აიძულა ქალბატონი სანდუ, ასეთი განცხადება გაეკეთებინა? - ეს დალოცვილი ხალხი ევროპული ღირებულებებისკენ მიისწრაფვის, მეორე ხელით კი მათივე სასამართლოს გადაწყვეტილებას ხევს

რამ აიძულა ქალბატონი სანდუ, რომ ასეთი განცხადება გაეკეთებინა, ბატონმა ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ ვიღაცას აბუჩად იგდებენ - ეს დალოცვილი ხალხი ევროპული ღირებულებებისკენ მიისწრაფვის, მეორე ხელით კი ხევენ ევროპის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც მსჯავრდადებული სააკაშვილი გამტყუნებულია , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა,

მისი თქმით, აღნიშნულმა პირებმა სააკაშვილის პატიმრობა უკანონო პატიმრობად გამოაცხადეს და ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ფეხქვეშ გათელეს.

„ქალბატონმა სანდუმ არ იცის, რომ ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაესია? იცის, მაგრამ აქ არის სწორედ დიდი კითხვის ნიშანი, რამ აიძულა ქალბატონი სანდუ, რომ ასეთი განცხადება გაეკეთებინა. ბატონმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვიღაცას აბუჩად იგდებენ აქ და ადამიანის უფლებებთან შეუსაბამო ქმედებებია. სააკაშვილის პატიმრობა ერთგვარ უკანონო პატიმრობად გამოაცხადეს - ეს დალოცვილი ხალხი ევროპული ღირებულებებისკენ მიისწრაფვის და მეორე ხელით ევროპის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც მსჯავრდადებული სააკაშვილი გამტყუნებულია, ხევენ. ამ გადაწყვეტილებას ფეხქვეშ თელავენ. რასთან გვაქვს საქმე?“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

კითხვაზე, ეთანხმება თუ არა მისი პარტიის წევრების ნარატივს, რომ სააკაშვილი საქართველოში უკრაინულმა მხარემ იმისთვის გამოგზავნა, რომ შემდეგ მას საქართველოში „მეორე ფრონტი“ გაეხსნა, ღუდუშაური ამბობს, რომ „მხარდაჭერა, რასაც სააკაშვილს უცხადებენ იმის გამოა, რომ დღეს ის და „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ, საქართველო ომში ჩართული იქნებოდა“.

„არავის არ სჯერა, რომ სააკაშვილი ისეთი გამბედავი და ვაჟკაცია, რომ თვითონ შეხტა არაჟნებით დატვირთულ ტრაილერში. ისეთი გამბედავი და ვაჟკაცია, რომ ეს გზა გამოიარა, რომ აქ რაღაცები მოეხდინა. უცხო ქვეყნის მოქალაქე საზღვარს ისე კვეთს, რომ იქ ვერაფერი ვერავინ გაიგო, კითხვის ნიშნებია, როგორ გადმოკვეთა საზღვარი. გამოძიება არის თუ არა იქ დაწყებული, არ გაინტერესებთ? - ცნობილმა ავანტიურისტმა ქვეყანა ისე დატოვა ვერავინ ვერაფერი გაიგო. თურმე სააკაშვილი ისეთი გამბედავი და მოქნილია, ისე აღმოჩნდა საქართველოში, კითხვის ნიშნები არ ყოფილა. ამიტომ ქრონოლოგიაში თუ გავყვებით, „ფაზლს“ ავაწყობთ და მივიღებთ სურათს, რომ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში რომ იყვნენ, დღეს გოჯი მიწა არ იქნებოდა დარჩენილი, სადაც ომი არ იქნებოდა“,- განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება