ირაკლი კობახიძე - წარმოიდგინეთ, ომი რომ დასრულდეს და ზელენსკიმ მოაწეროს ხელი, რომ უკრაინის არტილერიამ გახსნა ცეცხლი - ეს ხომ პირდაპირ ღალატად შეფასდება? რაც იქ შეფასდება ღალატად, აქ რატომ არ არის ღალატი?

საკუთარი ხელმოწერით პირდაპირ დაადანაშაულეს ქართული ჯარი ამ ომის დაწყებაში. ამას სად გაექცევიან, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ეთერში განაცხადა.

როგორც კობახიძემ დაშვების დონეზე აღნიშნა, ზელენსკიმ ომის დასრულების შემდეგ, რომ მოაწეროს ხელი რეზოლუციას, სადაც ნათქვამი იქნება, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცეცხლი პირველად უკრაინელემა სამხედროებმა გახსნეს და ამას მოყვა რუსეთის საპასუხო აგრესია, იქნება ეს თუ არა ღალატი. კობახიძის თქმით, ასე მოიქცნენ სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები რეზოლუციის ხელმოწერის დროს და ამას, ახლა ვერსად გაექცევიან.

,,წარმოიდგინეთ, ომი რომ დასრულდეს ერთ წელიწადში, ან ექვს თვეში და ზელენსკიმ მოაწეროს ხელი, რომ უკრაინის არტილერიამ გახსნა ცეცხლი რუსების მიმართულებით, ყირიმში, ან სადღაც და ამას მოყვა რუსების საპასუხო იერიში. ეს ხომ პირდაპირ ღალატად შეფასდება? რაც იქ შეფასდება ღალატად, აქ რატომ არ არის ღალატი? სად არის აქ ლოგიკა? როგორ შეიძლება, ეს ღალატად არ შეფასდეს? ორი თეორიული ვერსიაა, ან მართლა შენ დაიწყე ეს ყველაფერი და ამიტომ მოგიწია ხელის მოწერა და მეორე თეორიული ვერსიაა, რომ შენ ხარ მოღალატე. უნდა აირჩიონ, ამ ორიდან რომელიც ურჩევნიათ. მაგრამ, ვერცერთ შემთხვევაში, ვერ გაექცევიან იმას, რომ მათ ამ ხელმოწერით ჩაიდინეს უმძიმესი დანაშაული. როცა, ამას წერ, წაგებული ომის შემდეგ, რომ შენ გახსენი პირველმა ცეცხლი და ამაზე მოუწია საპასუხო იერიშის დაწყება რუსეთის ფედერაციას, შენ ხარ ან მოღალატე, ან სხვა დანაშაული გაქვს ჩადენილი. ამას ხომ ვერ გაექცევიან. რით გადაფარავენ ამ ყველაფერს? ამაზე მძიმე რა შეიძლება გააკეთო საკუთარი ხალხის და საკუთარი ქვეყნის წინაშე? ერთი წამით, წარმოიდგინეთ, რომ ზელენსკიმ მოაწერა ამას ხელი, ერთ წელიწადში. ეს ხომ არის, ან ღალატი, ან სხვა დანაშაული‘’, - განაცხადა კობახიძემ "რუსთვი 2" -ის ეთერში.

დავით გოჩავა - ახლა ჩინეთმა თუნდაც „ჰონგ-კონგის პორტი“ ჩადგას ანაკლიაში, აზრი არ აქვს არაფერს - ევროპა „ანაკლიის პორტთან“, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
„მოირგე დრო“ -  დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგის“ ახალი საკომუნიკაციო კამპანია
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი