ჯო ბაიდენი ზელენსკის - პატივია თქვენს გვერდით ვიყოთ პუტინის სასტიკ ომში - აშშ გააგრძელებს სამართლიანი მშვიდობისკენ უკრაინის სწრაფვის მხარდაჭერას

აშშ გააგრძელებს სამართლიანი მშვიდობისკენ უკრაინის სწრაფვის მხარდაჭერას, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოლაპარაკებების დაწყებამდე უთხრა.

“ჩვენთვის პატივია თქვენს გვერდით ვიყოთ პუტინის სასტიკ ომში. 300 დღე - რთული დასაჯერებელია რამდენ ხანს ვცხოვრობთ ამაში. გრძელდება სასტიკი თავდასხმა უკრაინის, როგორც სახელმწიფოს არსებობის უფლებაზე, დავდასხმა უდანაშაულო უკრაინელებზე ყველანაირი მიზეზების გარეშე”, - თქვა ბაიდენმა.

მან დაგმო რუსეთის მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე დავდასხმები და ზამთრის, როგორც იარაღის გამოყენების მცდელობები. ამავდროულად ბაიდენმა აღნიშნა, რომ უკრაინელების წინააღმდეგობა “აგრძელებს მსოფლიოს შთაგონებას”.

“ამერიკელები ამაყად უჭერენ მათ მხარს, დემოკრატებიც, რესპუბლიკელებიც, ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ევროპაში, იაპონიაში და ა.შ., რათა უზრუნველვყოთ, რომ გაქვთ ფინანსური, ჰუმანიტარული და უსაფრთხოების დახმარება, რომელიც გჭირდებათ. დღეს ამაზე ვისაუბრებთ… პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ ომისთვის კრემლის მიერ ფასის გადახდის იძულებას და გავაგრძელებთ სამართლიანი მშვიდობისკენ უკრაინის სწრაფვის მხარდაჭერას. ბატონო პრეზიდენტო, აშშ მხარს უჭერს უკრაიის მამაც ხალხს, მხარს გიჭერთ თქვენ როგორც დიდებულ ლიდერს”, - თქვა ბაიდენმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო