„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

სოფელ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს პირველი შესახვევის N10-თან “ჯორჯიან უოეთერ ენდ ფაუერის” ტექნიკურმა ჯგუფებმა წყალმომარაგების მაგისტრალურ მილზე დაზიანება აღადგინეს.

კომპანიის ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა და დაგეგმილ დროში დასრულდა. რთული აღდგენითი სამუშაოების შემდეგ, წყალმომარაგების ქსელი გაირეცხა. მოსახლეობას წყალი დილის 09:00 საათიდან მიეწოდება.

წყალმომარაგება აღდგენილია ვაკე-საბურთალოს რაიონში: ჭავაჭავაძის გამზირზე, აბაშიძის, ბარნოვის, ფალიაშვილის, მცხეთის, ქობულეთის, კეკელიძის, ტაბიძის, თაყაიშვილის, ჟვანიას, არაყიშვილის, რამიშვილის, მოსაშვილის, კავსაძის, ატენის, ყიფშიძის, წყნეთისა და მიმდებარე ქუჩებზე.

ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზე, საირმის გორაზე, დოლიძის, კოსტავას, მგალობლიშვილის, ტაშკენტის, გაგარინის, შარტავას, კანდელაკის, ფანჯიკიძის, ონიაშვილის, ზემო ვეძისის, ცინცაძის, მიცკევიჩის, ბახტრიონის, პეკინის, ფანასკერტელის, თამარაშვილის, უნივერსიტეტის, ფარსადანის ქუჩებსა და მიმდებარე ქუჩებზე.

წყალი მიეწოდება მთწმინდა - კრწანისის რაიონსაც: კაკაბაძეების, ზალდასტანაშვილის, ზანდუკელის, ქიაჩელის, ჭოველიძის, გოგებაშვილის, ნიკოლაძის ქუჩებს, მელიქიშვილისა და რუსთაველის გამზირებს, შანიძეს, ზუბალაშვილის, ალ. ჭავჭავაძის, ლაღიძის, ქიქოძეს, ბესიკის,ინგოროყვას, ჟვანიას, ჭონქაძის, ამაღლების, იაშვილის, მაჩაბელის, პეტრიაშვილის, ჩიტაძის, თაბუკაშვილის, ბოცვაძის, სანაპიროს, პუშკინის, აბესაძის, ასათიანის, გორგასლის ქუჩებს, ღვინის აღმართზე; ოქროყანას დასახლებებს.

წყალმომარაგება ასევე აღდგა დიდუბე - ჩუღურეთის რაიონში: მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს, უშანგი ჩხეიძის ქუჩასა და მიმდებარე ქუჩებზე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო