გიული ალასანია - პერსონალმა გამაფრთხილა, სწრაფად გავსულიყავი, ვიფიქრე, მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე ჩართვა იგეგმება - პალატაში არაფერი დამინახავს, ყველაფერი ძველებურად იყო

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის პალატაში სასამართლო პროცესისთვის დისტანციურად ჩართვისთვის ტექნიკური მოწყობილობა მომზადებული არ იყო.

როგორც გიული ალასანიამ კლინიკა ,,ვივამედიდან” გამოსვლის შემდეგ განმარტა, მიხეილ სააკაშვილის პალატაში პერსონალი შეკრებილი იყო, რომლებმაც მას პალატის მალე დატოვება სთხოვეს.

ალასანია არ გამორიცხავს, რომ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის ჩართვა დისტანციურად მოხდეს.

„ძალიან ცოტა ხნით შემიშვეს. არაფერი მზად არ იყო. თვითონ მზად არის, რომ ჩაერთოს სასამართლო პროცესს. დავინახე, რომ მთელი პერსონალი იქ იყო და გამაფრთხილეს, რომ სწრაფად გავსულიყავი. ვიფიქრე, რომ მისი ჩართვა იგეგმება. მე ზედმეტი შეკითხვების დასმის უფლებაც არ მაქვს, იმათაც არაფერი უთქვამთ. პალატაში არაფერი არ დამინახავს. ყველაფერი ძველებურად იყო, როგორც არის ხოლმე”,-განაცხადა ალასანიამ.

მისივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეცვლილა.

,,ამ პირობებში გაუმჯობესებას არ ველოდები”,-აღნიშნა ალასანიამ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გაუქმების საკითხთან დაკავშირებული პროცესი დღეს გაიმართება. სასამართლო სხდომა, რომელიც წინა პროცესზე, მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, 22 დეკემბრისთვის გადაიდო, 11:00 საათზეა ჩანიშნული.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა