გიული ალასანია - ჩემი მოთხოვნაა, რაც შეიძლება სწრაფად ჩატარდეს პროცესები - ხელში მაკვდება შვილი

ჩემი მოთხოვნაა, რაც შეიძლება სწრაფად ჩატარდეს პროცესები, იმიტომ, რომ ხელში მაკვდება შვილი, - ასე უპასუხა მესამე პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ ჟურნალისტების შეკითხვას, არის თუ არა მისი მოთხოვნა, რომ სასამართლო პროცესები სწრაფად ჩატარდეს, რათა მიხეილ სააკაშვილი დროულად გადაიყვანონ საზღვარგარეთ მკურნალობისთვის.

რაც შეეხება კითხვას, გაიყვანეს თუ არა მიხეილ სააკაშვილი „ვივამედიდან”, გიული ალასანია პასუხობს: „არა, ყველაფერი ძველებურად დამხვდა”.

მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართონ.

როგორც გიული ალასანიამ აღნიშნა, ამერიკელი ფსიქიატრის დიაგნოზში, რომელიც ჩამოვიდა, მის შვილთან დაკავშირებით დემენცია წერია.

„ჩვენმა პენიტენციურმა სისტემამ როგორ უნდა შეისწავლოს იმ [კალიფორნიის ლაბორატორიის] ლაბორატორიის დასკვნები. გუშინ ტელევიზორს რომ ვუყურებდი ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მთელ მსოფლიოს აქვს შეთქმულება პატარა, კოპწია და სწრაფად განვითარებად საქართველოზე. დაფიქრდით", - აღნიშნა გიული ალასანიამ.

კითხვაზე, უჭერს თუ არა „ნაციონალური მოძრაობის” განცხადებას მხარს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება, ისინი აქციებს გამართავენ, ალასანია პასუხობს: „არ ვიცი, ვნახოთ”.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადადების საკითხზე დღეს პროცესი გაიმართება. სასამართლოს ეზოში იკრიბებიან “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები. სასამართლოში მივიდა ამერიკელი ექიმი გოლდ სმიტიც.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო