რუსეთის ელჩი - ზელენსკის აშშ-ში ჰოლივუდური მოგზაურობის დროს აპლოდისმენტებითა და სარკასტული ჩაცინებით გამოცხადდა, რომ აუცილებელია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ „მარიონეტული ომის“ გაგრძელება

ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტმა ვაშინგტონში აჩვენა, რომ არც შეერთებული შტატები და არც უკრაინის პრეზიდენტი არ არიან მზად მშვიდობისთვის, - ამის შესახებ აშშ-ში რუსეთის ელჩმა განაცხადა.

ანატოლი ანტონოვმა ზელენსკის აშშ-ში ვიზიტს „ჰოლივუდის სტილის მოგზაურობა“ უწოდა და განაცხადა, რომ ამ ვიზიტის დროს რეალურად „მარიონეტული ომის“ გაგრძელება გამოცხადდა.

„კიევის რეჟიმის მეთაურის ჰოლივუდის სტილის მოგზაურობამ ვაშინგტონში საბოლოოდ დაადასტურა, რომ ადმინისტრაციის შემრიგებლური განცხადებები რუსეთთან დაპირისპირების არარსებობის შესახებ ცარიელი ფრაზაა. აპლოდისმენტებითა და სარკასტული ჩაცინებით გამოცხადდა, რომ აუცილებელია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ „მარიონეტული ომის“ გაგრძელება ჩვენზე სრულ გამარჯვებამდე”, - აღნიშნა ანტონოვმა.

მისი თქმით, ჯო ბაიდენმა განაცხადა უკრაინისთვის Patriot-ის სარაკეტო სისტემის მიწოდების გეგმის შესახებ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა შეერთებული შტატები არაერთხელ გააფრთხილა მოსალოდნელ შედეგებთან დაკავშირებით.

„ვფიქრობ, ყველას კარგად ესმის, რა ბედი ემუქრება იმ პერსონალს, რომელიც ამ კომპლექსებს უკრაინის ტერიტორიაზე მართავს“, - განაცხადა ელჩმა.

მისი მტკიცებით, უკრაინაში აშშ-ის ჩართულობამ შეიძლება კონფლიქტის გამწვავება გამოიწვიოს.

„აშშ-ის პროვოკაციული ქმედებები იწვევს ესკალაციას, რომლის შედეგების წარმოდგენაც კი შეუძლებელია”, - თქვა მან.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო