მიხეილ სააკაშვილის ძმა - სახელმწიფო წირავს ადამიანს და მის დაღუპვას აწერს ხელს

სახელმწიფო წირავს ადამიანს და მის დაღუპვას აწერს ხელს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა განაცხადა.

როგორც მან საქალაქო სასამართლოს ეზოში ჟურნალისტებთან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის განვითარებას მოსამართლე არევაძის დამოკიდებულება განსაზღვრავს.

"მდგომარეობა რომ მძიმეა, ყველანი ვთანხმდებით. პროცესი ორჯერ გადაიდო. ჯერ პროცესს ცხრა დეკემბერს ველოდებოდით, მერე კიდევ ერთხელ გადაიდო თოთხმეტში. მოსამართლე არევაძისგან მოვისმინეთ, რომ პროცესი 21 დეკემბერს არ ჩაინიშნებოდა, რადგან მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღე ჰქონდა და არ სურდა დამთხვეოდა. მოვიდა 22 რიცხვი. ჩვენი მოთხოვნა ძალიან მკაფიოა, გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. სახელმწიფო წირავს ადამიანს და მის დაღუპვას აწერს ხელს, ვინაიდან, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მე დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ვერ გაძლებს. დღევანდელი სასამართლო პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია. წინა სასამართლო პროცესზე მოსამართლე არევაძემ პენიტენციურ სამსახურს დაავალა, რომ მინიმუმ ჩართონ. თავად დიდი სურვილი ჰონდა, რომ მოსულიყო, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელია. რომ ჩართონ, საზოგადოება დაინახავს, რა მძიმე მდგომარეობაშია.

მე მართლა ვერ გეტყვით, რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს პროცესები. ნათლად გამოჩნდება მოსამართლის დამოუკიდებლობა, რადგან მოვლენების განვითარება მასზეა დამოკიდებული. შეიძლება ერთ სასამართლო პროცესში დაასრულოს, შეიძლება - ათში. უბრალოდ, ჩვენ კიდევ ვაფიქსირებთ, რომ პროცესების გაწელვა მის მდგომარეობას მეტად დაამძიმებს", - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ერთადერთი, ვინც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის სიმძიმეს არ ეთანხმება, საქართველოს მთავრობაა.

როგორც მესამე პრეზიდენტის ძმამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ისტორიაა და მისი გაწირვის საშუალებას არავის მისცემენ.

"ჩვენ ვისმენთ ზელენსკის განცხადებას, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას... ყველა თანხმდება, რომ მიშას მდგომარეობა მძიმეა. ერთადერთი, ვინც ამას არ აღიარებს, საქართველოს მთავრობაა.

ჩვენ მიშა სააკაშვილს არ გავაწირვინებთ, რადგან მიშა არის საქართველოს ისტორია", - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა