ნუგზარ წიკლაური - თუ დავინახეთ, რომ სააკაშვილის სასამართლო პროცესები გაიწელა, „ნაციონალური მოძრაობა“ ინერტული ვერ დარჩება და მიღებული იქნება გადაწყვეტილებები საპროტესტო ფორმებთან დაკავშირებით

თუ სასამართლომ მიიღო ისეთი ტიპის გადაწყვეტილება და ჩვენ დავინახეთ, რომ უბრალოდ გაწელვა ხდება მოვლენების, ცხადია, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ვერ დარჩება ინერტული და მიღებული იქნება გადაწყვეტილებები საპროტესტო ფორმებთან დაკავშირებით. ჯერ დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნუგზარ წიკლაურმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც მესამე პრეზიდენტის სასჯელის გადავადების საკითხზე სხდომა იმართება.

წიკლაურის თქმით, დღევანდელი პროცესიდან მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების მოლოდინი აქვს.

„დადებითი და უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაშიც იქნება ხელისუფლების პოლიტიკური ვერდიქტი. ასეთი მოლოდინი მაქვს. ახლა, ჩვენ მთლიანად კოორდინირებული ვართ დაცვის მხარესთან, ოჯახთან, მიხეილ სააკაშვილთან და ვაცნობიერებთ, რომ ის ტაქტიკა რაც არის არჩეული, მაგისტრალური ხაზი - ჰუმანიტარული კორიდორის შექმნა, უმთავრესია. მაგრამ თუ სასამართლომ მიიღო იმ ტიპის გადაწყვეტილება და ჩვენ დავინახეთ, რომ უბრალოდ გაწელვა ხდება ამ მოვლენების, ცხადია, რომ ენმ ვერ დარჩება ინერტული და მიღებული იქნება გადაწყვეტილებები საპროტესტო ფორმებთან დაკავშირებით. ჯერ დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. ძალიან დიდი იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ასეთი ხელისუფლებისთვისაც კი, ადამიანის სიცოცხლე და ფუნდამენტური ღირებულებები მნიშვნელოვანია. როცა იქნება ეს გადაწყვეტილებები, შემდეგ მოგახსენებთ ცალკეულ გეგმებზე”, - განაცხადა წიკლაურმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო