მოსამართლემ პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის აცილების შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მალხაზ ურთქმელიძის აცილებას მოითხოვა.

როგორც ხაჭაპურიძემ შუამდგომლობაში განმარტა, სააკაშვილის მიმართ პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელებული მოპყრობის თაობაზე გამოძიება დაწყებულია. მისი თქმით, ურთმელიძე წარსულში

გორის ჰოსპიტლის ხელმძღვანელი იყო, როცა იქ სააკაშვილი იყო მოთავსებული. ხაჭაპურიძის თქმით, ის მიმდინარე გამოძიების საქმეში მოწმედ უნდა დაიკითხოს, შესაბამისად, დღეს კითხვები ურთქმელიძემ კი არა, დაცვის მხარემ უნდა დასვას მასთან.

აღნიშნულ შუამდგომლობას სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი ნიკა აბრამიშვილი არ დაეთანხმა. როგორც მან აღნიშნა, ურთმელიძე სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელია და სამსახურის პოზიციას სწორად ის ჩამოაყალიბებს.

აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლე გიორგი არევაძემ არ დააკმაყოფილა.

„რაც შეეხება დაკითხვას და მოწმეთა სიაში მითითებას, მოგეხსენებათ, ამ საქმესთან დაკავშირებით, მასზე როგორც ბრალდების დამდასტურებელ ან უარმყოფელ მოწმეს არ ვკითხავდით და მე რამდენადაც მივხვდი, მალხაზ ურთქმელიძე და დანარჩენი მოწმეები მკურნალობის და პარალელურად. სასჯელის მოხსნის პერიოდში მასთან განხორციელებულ პროცედურებთან დაკავშირებით უნდა დაკითხულიყო.

ამ შემთხვევაში ის, რომ მალხაზ ურთქმელიძეს კითხვები დაესვას, მისი, თუნდაც დღევანდელი სტატუსი, მე არ ვფიქრობ, რომ რამეში ხელშეშლაა. ამით კითხვის დასმის ფორმა არ შეგეზღუდებათ და არც არაფერი შეიცვლება. მას თავისი პოზიცია ისედაც ექნება დასაფიქსირებელი როგორც წარმომადგენელს და თუ მონაწილეობდა რაიმე პროცედურაში ან რაიმე ფორმით დამატებით ინფორმაცია აქვს, ეს ვალდებულება მას არ მოეხსნება, ეს კითხვები დაესმება და მოვუსმენთ. მე ვერ ვხედავ პრობლემას, რომ მალხაზ ურთმელიძე წარმოადგენს პენიტენციურ სამსახურს. მე ვფიქრობ, რომ აცილების თაობაზე შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს",- განაცხადა არევაძემ.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა
დროის მენეჯმენტი