შალვა ხაჭაპურიძემ მიხეილ სააკაშვილს სთხოვა, „წამომდგარიყო, პერანგი აეწია და საზოგადოებისთვის მისი მდგომარეობა ეჩვენებინა“, თუმცა მოსამართლის განცხადებით, "თუ სააკაშვილი გაშიშვლებას დაიწყებდა, გათიშავდნენ"

ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, რომელსაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დისტანციურად ერთვება, მიხეილ სააკაშვილს სთხოვა „წამოდგარიყო, პერანგი აეწია და საზოგადოებისთვის მისი მდგომარეობა ვიზუალურად ეჩვენებინა“, თუმცა მსჯავრდებულ პრეზიდენტს მოსამართლე გიორგი არევაძემ ამის უფლება არ მისცა.

„მინდა ბატონ მიხეილ სააკაშვილს მივმართო, წამოდგეს, აიწიოს პერანგი და ვიზუალურად საზოგადოებამ შეხედოს და თქვენც, ბატონო მოსამართლე, შეხედოთ, რა მდგომარეობაში იმყოფება მიხეილ სააკაშვილი. ეს არის დაახლოებით აზოვის ბატალიონის ბიჭები რომ გამოუშვეს, იგივე მდგომარეობა. ვნახოთ, რა მდგომარეობაში იმყოფება და დავაკმაყოფილოთ საზოგადოების ინტერესი. ვნახოთ, 8-თვიანი მკურნალობის შედეგი, რომელსაც ასე „წარმატებით“ ეწევა პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტი“,- განაცხადა ხაჭაპურიძემ.

თავის მხრივ, შალვა ხაჭაპურიძის მიმართვაზე, მოსამართლე გიორგი არევაძემ აღნიშნა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი ჩართვის დროს „გაშიშვლებას დაიწყებდა“, მას გათიშავდნენ და პროცესში მონაწილეობის მიღების უფლებას აღარ მისცემდნენ.

„სურვილის შემთხევევაში წამოდგეს, გახდის შემთხვევაში თუ გაშიშვლებას დაიწყებთ, გამოგრთავთ და აღარ მიგაღებინებთ მონაწილეობას“,- განაცხადა მოსამართლემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო