ლევან ხაბეიშვილი - საზოგადოება კიდევ ერთხელ ნახავს იმ მძიმე კვალს, რომელიც „რუსულმა ოცნებამ“ საქართველოს მესამე პრეზიდენტს უკვე დაუტოვა

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის კადრების გამოქვეყნების შემდეგ, „რუსული ოცნება" იძულებული იყო, მესამე პრეზიდენტი სასამართლო პროცესზე ჩაერთოთ.

ასევე, როგორც ლევან ხაბეიშვილმა საქალაქო სასამართლოს ეზოში ჟურნალისტებთან აღნიშნა, საზოგადოებამ იხილა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდება, რომ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ.

„იმ უკანონობის შემდეგ, როდესაც იუსტიციის სამინისტრომ, „რუსულმა ოცნებამ", მიხეილ სააკაშვილის ნების საწინააღმდეგოდ, კადრები გაავრცელა, ცხადი იყო, რომ ისინი იძულებულები იყვნენ, პრეზიდენტი სააკაშვილი სასამართლოზე ჩაერთოთ. საზოგადოება კიდევ ერთხელ ნახავს იმ მძიმე კვალს, რომელიც " რუსულმა ოცნებამ" საქართველოს მესამე პრეზიდენტს უკვე დაუტოვა.

გუშინ ვნახეთ ისტორიული მოვლენა, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის, ზელენსკის ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასვლას უკავშირდებოდა. საზოგადოებამ კარგად იცის თავისუფლებისა და მშვიდობისთვის მებრძოლი მამაცი მთავარსარდლის მოწოდება საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ უკრაინის მოქალაქე, თანამდებობის პირი, მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ ქვეყანაში, სადაც მის სიცოცხლეს შეინარჩუნებენ", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო