შალვა ხაჭაპურიძე - სააკაშვილის მდგომარეობის ექსპერტიზაში ალექსანდრე გეჯაძის მონაწილეობა გამორიცხულია - მან მითხრა: „ტვ პირველის“ ჟურნალისტის გარდაცვალების საქმეზე დავდე დასკვნა, რომელიც შსს-ს აწყობდა“, გამაჩნია ამის  ფარული ჩანაწერი

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექსპერტიზის ბიუროს მიერ სამი ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარების შუამდგომლობა დააყენა. აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა.

როგორც შალვა ხაჭაპურიძემ აღნიშნა, მოქმედი კანონმდებლობით, პენიტენციურ სამსახურს უფლებამოსილება გააჩნია ექსპერტიზა მხოლოდ ორ შემთხვევაში ჩაატაროს.

„პირველი გახლავთ, თუ დაწყებულია პროცედურა სასჯელიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში მას აქვს უფლება ჩაატაროს ექსპერტიზა და მეორე შემთხვევა - თუ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მათივე უწყების მიერ. მათ აქვთ საგამოძიებო სამსახური და მიმდინარეობს გამოძიება.

ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან, განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებები სააკაშვილთან მიმართებით - თავის დროზე ის აცხადებდა, რომ არასდროს გააკეთებს იმას, რომ სააკაშვილი გადაიყვანონ საავადმყოფოში, არასდროს გააკეთებს იმას, რომ სააკაშვილი გათავისუფლდეს სასჯელისგან ან გადავადდეს სასჯელის მოხდა და არაერთხელ მისი მხრიდან გაკეთდა განცხადება. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სამხარაულის უფროსს ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სამხარაული ანგარიშვალდებულია მხოლოდ პრემიერ-მინისტრთან. ექსპერტიზის დანიშვნა სამხარაულთან, რომლის ხელმძღვანელი, დამნიშნავი და გამათავისუფლებელი 24-საათიან რეჟიმში სააკაშვილის დამამცირებელ, აბუჩად ამგდებ განცხადებებს აკეთებს, წარმოუდგენელია. ბატონ ალექსანდრე გეჯაძესთან მე არაერთხელ მქონდა შეხვედრა. მსურდა, რომ ის ჩართულიყო ამ საქმეში, თუმცა მან რამდენიმე ადამიანის თანდასწრებით და როგორც ვატყობ, მათი მოწმეებად მოყვანა მომიწევს - მაგალითად, ადვოკატი ილია ლომიას, ბატონი ზურაბ ვანიშვილის და რამდენიმე ადამიანის თანდასწრებით მან ბრძანა, რომ სიამოვნებით მიიღებდა ამ ექსპერტიზაში მონაწილეობას, მაგრამ თუ შსს-დან დაურეკავენ, დადებს იმ დასკვნას, რაზეც დაურეკავენ. ამიტომ მითხრა - „შალვა, დიდი ბოდიში, მე შენ პატივს გცემ. ჩვენ წლებია ვთანამშრომლობთ და მე არ მინდა გავაკეთო ის, რაც გავაკეთე „ტვ პირველის“ ჟურნალისტის გარდაცვალების ფაქტზე, როცა დავდე ის დასკვნა, რომელიც აწყობდა შსს-ს. აქედან გამომდინარე, ბატონი გეჯაძის ამ ექსპერტიზაში მონაწილეობა კატეგორიულად გამორიცხულია. დარწმუნებული ვარ, ბატონი გეჯაძე დაადასტურებს, თორემ ჩვენ გაგვაჩნია ფარული ჩანაწერი, როდესაც გეჯაძე ჩავწერე, როცა ის ამას მელაპარაკებოდა. მაშინ მოგვიწევს დღეს ტელევიზიით მოვისმინოთ რა თქვა გეჯაძემ სააკაშვილთან დაკავშირებით. მან ზედმეტსახელად შეარქვა „ჩიტი“ - ტელეფონზე დამირეკა, და „რა გინდოდა ამ ჩიტის საქმეშიო”, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ხაჭაპურიძემ ასევე, ისაუბრა ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილზეც. როგორც მან აღნიშნა, ნიკოლეიშვილმა ალტერნატიულ ექსპერტიზაში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს, ვინაიდან ნიკოლეიშვილი სააკაშვილს პირად მტრად მიიჩნევს.

"რაც შეეხება მაია ნიკოლეიშვილს, რომელიც პათანატომი გახლავთ პროფესიით და გარდა ამისა, გზების და მშენებლობების ექსპერტიზა დაიწყო, მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, თუმცა ის სააკაშვილის პირადი, დაუძინებელი მტერია. მოგეხსენებათ, ქალბატონი მაია სახალმწიფო შეიარაღებული გადატრიალების ბრალდებით თემურ ჟორჟოლიანთან და სხვა პირებთან ერთად სააკაშვილის რეჟიმის დროს გასამართლებული იყო. ამ საქმეში 6 პირს ვიცავდი, ქალბატონი მაია მოვიდა და ყველას დაადო ხელი, რომ ამ ადამიანებმა სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს, ყველამ სასჯელი მოიხადა. ქალბატონ მაია ნიკოლეიშვილს მაშინ თანმშრომლობის საფუძველზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. დღემდე ქალბატონი მაია მიიჩნევს, რომ სააკაშვილი მისი პირადი დაუძინებელი მტერია",- განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მოსამართლე გიორგი არევაძემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, მოსამართლის თქმით, შუამდგომლობაში ნორმა არ იყო მითითებული.

ხაჭაპურიძის თქმით, სააკაშვილზე 24 საათის განმავლობაში ვიდეომონიტორინგი მიმდინარეობს. შესაბამისად, ვიდეო, რომელიც გასაჯაროვდა, ახალი გარემოება არ არის, თავად გამოქვეყნებულ კადრებზე აპელირება კი, ადვოკატის თქმით, ცინიზმის უმაღლესი ფორმაა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო