არაბული მედია საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს ეხმაურება

საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ ვიზიტს არაბული მედია - Arab news და Saudi Gazette ეხმაურება.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, Arab news-ის ცნობით, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრის განსახილველ საკითხებს შორის იყო თანამშრომლობისა და საერთო ინტერესების გაღრმავების საკითხები.

„გამოცემის თანახმად, საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრემ და პრემიერ-მინისტრმა მოჰამედ ბინ სალმან ალ საუდმა, რიადში, ალ-იამამას სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ოთხშაბათს უმასპინძლა. დახვედრის ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრე და პრემიერ-მინისტრი მოჰამედ ბინ სალმან ალ საუდი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრობაზე საუბრობდნენ და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისა და საერთო ინტერესების საკითხებზე მსჯელობდნენ.

Arab news წერს, რომ ტახტის მემკვიდრესთან შეხვედრამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მის თანმხლებ დელეგაციას მეფე ხალიდის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში რიადის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე პრინცი მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ საუდი, საუდის არაბეთის სამეფოს ეკონომიკისა და დაგეგმვის მინისტრი ფაიზალ ბინ ფედელ ალ იბრაჰიმი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.

აგრეთვე, Saudi Gazette-ის ცნობით, ტახტის მემკვიდრემ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საუდის არაბეთისა და საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე იმსჯელეს. გამოცემა წერს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატივსაცემად რიადში, ალ-იამამას სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრემ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ოფიციალური მოლაპარაკებები გამართეს და განიხილეს ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე მხარეებმა საერთო ინტერესების არაერთი საკითხი მიმოიხილეს.

გამოცემის ცნობით, საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე მიესალმა ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს საუდის არაბეთში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კი, თავის მხრივ, მადლიერება გამოხატა თბილი მასპინძლობისა და მიღებისთვის.

როგორც Saudi Gazette აღნიშნავს, მანამდე, მეფე ხალიდის საერთაშორისო აეროპორტში ირაკლი ღარიბაშვილი პრინცმა მუჰამედ ბინ აბდულრაჰმანმა მიიღო, რომელიც ამავდროულად რიადის გუბერნატორის მოადგილეა”,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა