ხათუნა სამნიძის ინფორმაციით, ოპოზიცია მზად იყო იუსტიციის საბჭოში ასარჩევად ლია მუხაშავრიასთვის, სულხან სალაძისთვის, ლიკა საჯაიასთვის, კახა წიქარიშვილისთვის, გიორგი ბურჯანაძისა და ანა აბაშიძისთვის დაეჭირა მხარი

„რეფორმების ჯგუფის“ ხელმძღვანელის ხათუნა სამნიძის ინფორმაციით, საპარლამენტო ოპოზიცია მზად იყო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ასარჩევად შემდეგი კანდიდატებისთვის: - ლია მუხაშავრიასთვის, სულხან სალაძისთვის, ლიკა საჯაიასთვის, კახა წიქარიშვილისთვის, გიორგი ბურჯანაძისა და ანა აბაშიძისთვის დაეჭირა მხარი.

როგორც სამნიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ეს ის გამოკვეთილი კანდიდატებია, რომელთა არჩევაზეც ოპოზიციის მხრიდან თანხმობა არსებობს და ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების"თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ინფორმირებულია.

"უმრავლესობა აღნიშნულ კანდიდატებზე კატეგორიულ უარს ამბობს და აცხადებს, რომ მათ სხვა 16 კანდიდატი ჰყავთ. უმრავლესობას მოვუწოდებ, დაასახელონ ეს 16 კანდიდატი და საზოგადოებამ ნახოს, ვის უჭერს მხარს "ქართული ოცნება".

"ქართული ოცნება" მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს არც ერთი კუნძული, არც ერთი ინსტიტუცია, სადაც შეიძლება კრიტიკა და განსხვავებული აზრი ისმოდეს. "ქართული ოცნება" არაფრად აგდებს არც ოპოზიციის შეთავაზებას, არც კონსენსუსის აუცილებლობას, არც ევროკომისიის 12 პუნქტს და პირდაპირ ამბობს: - არ მაინტერესებს, ან იქნება ჩემი კონტროლირებად კანდიდატი ან არავინ! ასეთია "ქართული ოცნების" მიდგომა", - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

90-ხმიანი კონსენსუსი სჭირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევას. თითქმის ორი წელია საბჭოში ხუთი არამოსამართლე წევრის ადგილი ვაკანტურია. აღნიშნული თანამდებობის დასაკავებლად პარლამენტში კონკურსი 30 სექტემბერს გამოცხადდა და განაცხადი 32-მა პირმა გააკეთა, თუმცა შეთანხმების არარსებობის გამო, დღეს ვერც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს აირჩევენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო