პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარეს შეხვდა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ლელა ჯანაშვილი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარეს ლევან ვეფხვაძეს შეხვდა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო კერძო სექტორში პერსონალური მონაცემების დამუშავების კუთხით არსებულ გამოწვევებს და დაიდენტიფიცირებულ პრობლემებს. ასევე, კომპანიების მხრიდან იმ ორგანიზაციული და ტექნიკური ზომების მიღების საკითხს, რომელიც მათ კანონმდებლობით აქვთ დაკისრებული, ხაზი გაესვა კერძო დაწესებულებებში მონაცემთა დაცვის კულტურის დანერგვის მნიშვნელობასაც.

„შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ოთარ ჩახუნაშვილი, უფროსის მოადგილე გელა გელაშვილი, ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე აკაკი საღირაშვილი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი არჩილ ჯაველიძე და ამავე სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი დავით ყარაშვილი.

სამომავლო თანამშრომლობის კუთხით დაიგემა გაფართოებული ფორმატის შეხვედრა. რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება და მას ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები დაესწრებიან”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი