შიდა ტურიზმის სტიმულირებისთვის ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ წელს ახალი პროექტები დაიწყო

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებით, შიდა ტურიზმის განვითარება ქვეყნისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტულია.

მათივე ინფორმაციით, ამ მიზნით წელს ადმინისტრაციამ 40-ზე მეტი პრეს- და ინფოტური, გასტროტური, ფესტივალი და ღონისძიება გამართა.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ წელს პირველად ახალი ფესტივალი „გემო ფესტი“ ჩაატარა. პირველი კულინარიული ფესტივალი რაჭაში, ამბროლაურში მოეწყო. გასტრონომიული ფესტივალი ეტაპობრივად მთელ საქართველოში გაიმართება.

ზამთრის კურორტების პოპულარიზაციის მიზნით, პირველად ჩატარდა სათხილამურო შეჯიბრი "ზურულდი 2022"

„ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ღვინის ტურიზმის განვითარების მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტაციის თანაორგანიზებით კახეთში „გურჯაანის ღვინის საერთაშორისო ფესტივალი“ და „ჯაზ & ვაინ კახეთი“ გაიმართა.

გასტრო და ღვინის ტურიზმთან ერთად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრიორიტეტს წარმოადგენს ჩაის ტურიზმის განვითარება. ამ მიზნით გურიაში, შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ( GIZ ) ორგანიზებით და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით ჩაის ფესტივალი გაიმართა.

კულინარიული ტურიზმის განვითარების მიზნით ადმინისტრაცია აქტიურად თანამშრომლობს გასტრო ასოციაციებთან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განმარტებით, ისინი მთელი წლის განმავლობაში ატარებდნენ ინფოტურებს ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებისა და გიდებისთვის. ტურები ტურისტულ ასოციაციებთან თანამშრომლობით მოეწყო.

მათივე ინფორმაციით, ინფოტურების მიზანია შიდა და შემომყვანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ნაკლებად ცნობილი ადგილები დაათვალიერონ, ხოლო ტურების შემდეგ, მარშრუტების გათვალისწინებით მოგზაურებისთვის ახალი ტურისტული პაკეტები მოამზადონ. ინფოტურებში აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები, ფოტოგრაფები და ბლოგერები.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს