ელენე ხოშტარია - საქართველოს ყველა მოქალაქეს ლაქად, ტვირთად აწევს და დააწვება სააკაშვილის წამება პირდაპირ ეთერში -  პრეზიდენტს გადაწყვეტილება აქვს მისაღები, რადგან აბსოლუტურად ილუზიაა ელოდო „ქართულ ოცნებას“

პრეზიდენტს არჩევანი აქვს გასაკეთებელი, გადაწყვეტილება აქვს მისაღები იმიტომ, რომ აბსოლუტურად ილუზიაა ელოდო „ქართულ ოცნებას“, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც მესამე პრეზიდენტის იმ მდგომარეობაზე ისაუბრა, რომელიც საზოგადოებამ სასამართლო პროცესში დისტანციურად სააკაშვილის ჩართვის შედეგად იხილა.

ხოშტარიას თქმით, რაც არ უნდა ელოდო ემოციურ ნაწილს, შეუძლებელია ადამიანს ამ მდგომარეობაში უყურო.

„რაც მთავარია, ამ კადრში ხედავ საკუთარი სახელმწიფოს დანაშაულს ეს არის ყველაზე დიდი უბედურება. დღეს იყო ძალიან დიდი კონტრასტი. ვაშინგტონში თავისუფლებაზე საუბარი იყო და ჩვენ, ეკრანზე ვხედავთ დანაშაულის კადრებს მიხეილ სააკაშვილის სახით. ამიტომ, ემოციურად, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა. სხვაგვარად ეს ყველაფერი ექსპერტების ოფიციალურ დასკვნებში წერია, ნათქვამია, რომ კიდევ უფორო მძიმე იქნება ვითარება. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩამოვყალიბდეთ, პრეზიდენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე ამ სასამართლოსგან, რომელსაც შეუძლია ასე ცივსისხლიანად აკეთოს ეს ყველაფერი, არანაირი მოლოდინი არ მაქვს. ჩვენც უნდა ჩამოვყალიბდეთ. მე მგონია, რომ რაღაც ეტაპზე თუ ეს ასე გრძელდება და სასამართლო ჯანჯლდება ოპოზიციამ საერთო პროტესტის ირგვლივ უნდა იმოქმედოს. ფაქტია, რომ თუ სახელმწიფო არაფერს აკეთებს, ამას საერთო წინააღმდეგობა უნდა. რას სახის იქნება ეს, ეგ ტექნიკის ამბავია. ეს არ არის ერთი პარტიის საქმე იმიტომ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს ლაქად, ტვირთად აწევს და დააწვება ადამიანის წამება პირდაპირ ეთერში. “ქართული ოცნება” არის დამნაშავე, პასუხისმგებელი, “ქართულმა ოცნებამ” პასუხი უნდა აგოს მათ შორის, სისხლის სამართლებრივად. თან, სიამოვნებას არ მალავენ და პირდაპირ ეთერში, პროპაგანდისტულ არხებზე ამას აჩვენებენ. შესაბამისად, ვერაფერი წაშლის მათ პასუხისმგებლობას. პრეზიდენტს არჩევანი აქვს გასაკეთებელი, გადაწყვეტილება აქვს მისაღები, იმიტომ, რომ აბსოლუტურად ილუზიაა ელოდო “ქართულ ოცნებას”, - განაცხადა ხოშტარიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო