იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია პროექტის „ჩვენი დროის მშვიდობისმყოფელები“ ფარგლებში ქართველ და უკრაინელ დევნილ ბავშვებს შეხვდა.
ღონისძიების ფარგლებში, დევნილი ბავშვებისთვის, კონფლიქტების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მცირე სახის, სემინარი გაიმართა, მოეწყო მშვიდობის თემატიკაზე შექმნილი ერთობლივი მხატვრული ნამუშევრების გამოფენა. მოსწავლეებმა ღონისძიებნის ბოლოს სიმბოლური საახალწლო საჩუქრები მიიღეს.
შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი ირაკლი გაბისონია, საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური და მიხეილ გრუშევსკის სახელობის ქალაქ თბილისის 41-ე საჯარო სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.
ღონისძიება იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის ორგანიზებითა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.