ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი IX-XII კლასების მოსწავლეებისთვის რობოტების სასკოლო შეჯიბრებას გამართავს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი ამერიკის საელჩოსა და EPAM Georgia-სთან თანამშრომლობით საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების IX-XII კლასების მოსწავლეებისთვის რობოტების სასკოლო შეჯიბრებას გამართავს.

უნივერსიტეტის ცნობით, ღონისძიება 26 დეკემბერს ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება და მასში თბილისისა და რეგიონის საჯარო და კერძო სკოლების უფროსკლასელებისგან შემდგარი გუნდები იასპარეზებენ.

რობოტების სასკოლო შეჯიბრებაში მონაწილეობის პირობები: შეჯიბრებაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ საჯარო და კერძო სკოლას, რომელსაც სურს მონაწილეობა და აქვს შესაბამისი აღჭურვილობა. შეჯიბრება ჩატარდება სამი მიმართულებით რობოტთა ორ განსხვავებულ კატეგორიაში – mBot და 4WD Smart Robot Car.

„გასათვალისწინებელია, რომ ყველა დავალებას რობოტი უნდა ასრულებდეს დამოუკიდებლად, პროგრამული კოდის გამოყენებით. დაუშვებელია შეჯიბრების დროს მონაწილემ რობოტი დისტანციურად მართოს.

სკოლას რობოტის ორი სახეობიდან ერთ-ერთი მაინც უნდა ჰქონდეს, რათა შეძლოს შეჯიბრების შესაბამის კატეგორიაში მონაწილეობა.

ინფორმაცია რობოტის სახეობების შესახებ:

mBot რობოტი: https://bit.ly/3iZIM7W

4WD Smart Robot Car: https://bit.ly/3FMlzPW

სკოლამ უნდა წარმოადგინოს მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელშიც მოსწავლეების მინიმალური რაოდენობა იქნება 2, ხოლო მაქსიმალური – 4.

სასკოლო გუნდი დაკომპლექტებული უნდა იყოს IX-XII კლასების მოსწავლეებით.

სკოლას შეუძლია შეჯიბრებისთვის რამდენიმე გუნდის დარეგისტრირება.

მონაწილეობის პირობები: პროექტში მონაწილეობა სკოლებისთვის უფასოა, თუმცა პროექტი არ ფარავს მონაწილეთა ტრანსპორტირების ხარჯებს ღონისძიების ადგილამდე და უკან.

რობოტების სასკოლო შეჯიბრების კატეგორიები:

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ აღწერები ბმულებზე.

კატეგორია I: სწორ ხაზზე მოძრაობა – https://bit.ly/3Pjjiyx

კატეგორია II: ზიგზაგზე მოძრაობა – https://bit.ly/3hns81F

კატეგორია III: ლაბირინთში სიარული – https://bit.ly/3iRmFke

ერთი რობოტისთვის სავალდებულოა, რომ ყველა კატეგორიაში მიიღოს მონაწილეობა.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად, უნდა შეავსოს ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა არა უგვიანეს 2022 წლის 23 დეკემბრისა.

სააპლიკაციო ფორმა: https://bit.ly/3WrjSws

აღნიშნული პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის საელჩოს საქართველოში 2021 წლის დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია EPAM Georgia“, - აღნიშნულია „ილიაუნის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო