არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საარჩევნო რეფორმა საარჩევნო გარემოს აუმჯობესებს და სპეკულაციებს გამორიცხავს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საარჩევნო რეფორმა საარჩევნო გარემოს აუმჯობესებს და სპეკულაციებს გამორიცხავს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციის ნაწილმა ცვლილებათა პაკეტს მხარი არ დაუჭირა, რითაც დაამტკიცა, რომ საქმით ანტიევროპულები არიან.

"საარჩევნო რეფორმა, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ საზოგადოებას და პარლამენტს, საარჩევნო გარემოს აუმჯობესებს და გამორიცხავს იმ სპეკულაციებს, რომელიც იყო ხოლმე წინასაარჩევნო კამპანიის თუ კენჭისყრის დღეს. რაც მთავარია, უკვე გვაქვს ვენეციის კომისიის დადებითი შეფასება, რომ ეს არის სწორი რეფორმა. ეს არის საჭირო ცვლილებები. მივიღეთ უკვე, პარლამენტში ამ პაკეტის კენჭისყრა მოხდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ოპოზიციის დიდმა ნაწილმა, რომელიც საკუთარ თავს "მთავარ ოპოზიციას" ეძახის და არის რადიკალური ბანაკის წარმომადგენელი, კვლავ მხარი არ დაუჭირა ცვლილებათა ამ პაკეტს, რითაც მათ დაამტკიცეს კიდევ ერთხელ, რომ საქმით არიან ანტიევროპულები, მხოლოდ სიტყვით უჭერენ მხარს ევროპას და საქართველოს ევროინტეგრაციას. ამ კენჭისყრის დროს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ კონსენსუსი იყო საზოგადოებას, ხელისუფლებას, პარლამენტსა და ვენეციის კომისიას შორის და ისევ პოლიტიკურ "ოფსაიდში" დარჩა "ნაციონალური მოძრაობა" თავის სატელიტებთან ერთად",-განაცხადა თალაკვაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო