საქართველოს მელიორაციის 2023 წლის ბიუჯეტი 65 მილიონი ლარით განისაზღვრა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“, 2023 წელს, სამელიორაციო ინფრასტრუქტურული სამუშაოების მასშტაბებს მნიშვნელოვნად გაზრდის.

„საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შესაბამისად, საქართველოს მელიორაციის 2023 წლის ბიუჯეტი 65 მლნ ლარით განისაზღვრა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სამელიორაციო სისტემების მშენებლობა/რეაბილიტაციისათვის დაფინანსება, გასული წლის დაზუსტებულ გეგმასთან შედარებით, 11,1%-ით გაიზარდა და აღნიშნული თანხიდან, სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციას 40 მლნ ლარი მოხმარდება, რაც 4 მლნ ლარით მეტია ვიდრე 2022 წელს ამ მიმართულებით იყო გათვალისწინებული.

„სარწყავი და სადრენაჟე არხების ექსპლუატაცია/მოვლა-შენახვის პროგრამის ფარგლებში ჩასატარებელ ღონისძიებებზე 25 მლნ ლარი დაიხარჯება.

ბიუჯეტის თანხა ასევე მოიცავს არხების მოწესრიგებისა და სარემონტო სამუშაოებისთვის განკუთვნილი სპეციალური დანიშნულების ტექნიკის შეძენას, რისთვისაც 3.5 მლნ ლარია განსაზღვრული.

ამ დროისათვის, სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ჯამში 44.9 მლნ ლარის ღირებულების ტენდერებია გამოცხადებული, მათ შორის, „მშენებლობა განვადებით“ პრინციპის გათვალისწინებით.

საქართველოს მელიორაციის მიერ განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, ყოველწლიურად იზრდება მელიორირებული ფართობები, რაც ფერმერებისთვის კიდევ უფრო მეტი და ხარისხიანი პროდუქციის წარმოების შესაძლებლობას აჩენს.

წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი ქვეყანაში 45 000 ჰექტრიდან (2012 წელი) 163 000 ჰექტრამდე, ხოლო დრენირებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 14 000 (2012 წელი) ჰექტრიდან 43 500 ჰექტრამდეა გაზრდილი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გილიომ მერსიე - ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება საქართველოს ხელისუფლების ხელშია - ევროკავშირი მზადაა განაახლოს ურთიერთობა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შესახებ - ახალი სპორტული ობიექტები შესანიშნავია და უმაღლესი დონის საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული საერთაშორისო სკოლის დირექტორი  - „საქართველოს კაპიტალი“ ბრიტანულ-ქართული აკადემიის დირექტორად არაკომპეტენტური და საეჭვო რეპუტაციის პირის დანიშვნას ცდილობს
„ამბასადორი აილენდ ბათუმს“ ზღვაში მოწყობილი 19 ჰექტარი  ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა