პარტია „საქართველოსთვის“ - „ქართულ ოცნებას“ დაწყებული აქვს საპარლამენტო არჩევნების გაყალბების პროცესი - ისინი მზად არიან ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით საქართველოს გადაახდევინოს მაღალი ფასი და საფრთხე შეუქმნან ევროპული მომავლის პერსპექტივას

„ქართულ ოცნებას“ დაწყებული აქვს მომავალი საპარლამენტო არჩევნების გაყალბების პროცესი, რაც დასტურდება საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ბუტაფორიული ცვლილებებით, არჩევნებზე სადამკვირვებლო ფუნქციის მქონე არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციითა და სახალხო დამცველის პარტიულ ვერტიკალში დაქვემდებარების მცდელობებით, - ასე ეხმაურება პარტია “საქართველოსთვის“ პარლამენტის მიერ სახალხო დამცველის არჩევის პროცესის ჩაგდებას.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „ქართული ოცნების“ დღევანდელი გადაწყვეტილება დასტურია, რომ ის მზად არის საკუთარი გავლენებისა და ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით საქართველოს გადაახდევინოს მაღალი ფასი და საფრთხე შეუქმნას ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის პერსპექტივას“.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ „ქართული ოცნების“ მიერ სახალხო დამცველის არჩევის პროცესის ჩაშლას.

პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო გუნდი პირველივე დღიდან მონაწილეობდა პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფებში ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით.

ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი შეეხება სახალხო დამცველის არჩევის საკითხს, კერძოდ, მოთხოვნილია: უზრუნველყოფილი იქნეს, რომ სახალხო დამცველის ნომინირების პროცესში უპირატესობა მიენიჭოს დამოუკიდებელ კანდიდატს და პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ.

ჩვენმა საპარლამენტო გუნდმა მხარი დაუჭირა ხელისუფლების მიერ დაინიცირებულ საქართველოს სახალხო დამცველის არჩევის დროებით წესს, რომლითაც გაიწერა პროცედურული და ტექნიკური საკითხები, მათ შორის - შეიქმნა სახალხო დამცველობის კანდიდატთა შეფასების სამუშაო ჯგუფი.

„ქართული ოცნების“ მიერ შექმნილმა შემფასებელმა ჯგუფმა უმაღლესი ქულები მიანიჭა არასამთავრობო სექტორის მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს. ამ საკითხს ხაზი გაუსვა ევროპარლამენტმაც 2022 წლის 14 დეკემბერს საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციაში.

ჩვენი საპარლამენტო გუნდი ასევე მონაწილეობდა ხელისუფლებისა და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების შეხვედრებში, რომლის ფარგლებშიც უნდა მომხდარიყო კონკრეტულ კანდიდატზე შეჯერება.

სამწუხაროდ, სახალხო დამცველის შერჩევის პროცესის დასაწყისშივე „ქართულმა ოცნებამ“ გამოავლინა საკუთარი განზრახვა, რომ ის არ აპირებს ამ თანამდებობაზე აირჩიოს მისგან სრულად დამოუკიდებელი და პოლიტიკურ პარტიასთან კავშირში არმყოფი პირი. უფრო მეტიც, „ქართული ოცნების“ მიერვე დაინიცირებული პროცედურული ცვლილებები და მათ მიერვე შექმნილი შეფასების სამუშაო ჯგუფი იყო ფარსი, ვინაიდან ამ ჯგუფის მიერვე უმაღლესი ქულებით შეფასებულმა ვერცერთმა კანდიდატმა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ვერ მიიღო.

აქვე, საზოგადოებას შევახსენებთ ერთი წლის წინ ხელისუფლების მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და დამოუკიდებელ მოსამართლეებზე იერიშის მიზნით დაჩქარებული წესით საკანონმდებლო ცვლილებებს. „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელია ყველა, ვისაც მის პარტიულ ვერტიკალში ვერ იქვემდებარებს.

„ქართული ოცნების“ დღევანდელი გადაწყვეტილება დასტურია, რომ ის მზად არის საკუთარი გავლენებისა და ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით საქართველოს გადაახდევინოს მაღალი ფასი და საფრთხე შეუქმნას ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის პერსპექტივას. ხელისუფლება ცდილობს, ყველანაირი წარუმატებლობა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შეუსრულებლობასთან დაკავშირებით დააბრალოს სხვას (ოპოზიციას, მედიას, არასამთავრობო სექტორს). თუმცა, ამ პასუხისმგებლობას „ქართული ოცნების“ ვერცერთი წევრი ვერ გაექცევა. ამასთან, „ქართულ ოცნებას“ დაწყებული აქვს მომავალი საპარლამენტო არჩევნების გაყალბების პროცესი, რაც დასტურდება საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ბუტაფორიული ცვლილებებით, არჩევნებზე სადამკვირვებლო ფუნქციის მქონე არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციითა და სახალხო დამცველის პარტიულ ვერტიკალში დაქვემდებარების მცდელობებით“, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა სახალხო დამცველი ვერ აირჩია. პარლამენტში წარდგენილი 19 კანდიდატიდან 19-ვე ჩავარდა. ასევე, პარლამენტმა ვერც ცესკოს თავმჯდომარე და პროფესიული წევრები აირჩია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს