ირაკლი კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - არავითარი სამოქალაქო დაპირისპირებისა და „მეორე ფრონტის“ გაჩაღების რესურსი ამ ადამიანებს არ აქვთ

ერთადერთი, რასაც შეიძლება ნიკა მელიამ და ლევან ხაბეიშვილმა მიაღწიონ, ეს არის არჩევნების მოგება „ნაციონალურ მოძრაობაში“ - არავითარი სამოქალაქო დაპირისპირებისა და "მეორე ფრონტის" გაჩაღების რესურსი ამ ადამიანებს არ აქვთ, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, თუ რას ელის ოპოზიციისგან და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისგან ნიკა მელიასგან, რომელიც ამბობს, რომ კანონის ფარგლებში იმოქმედებს.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, რეალურად ოპოზიციას აქციის ჩატარების რესურსი არ აქვს.

„ახლა არიან კონცენტრირებული ვადამდელ არჩევნებზე, რომელიც ტარდება „ნაციონალურ მოძრაობაში“. ალბათ, გააგრძელებენ შოუების დადგმას იმისთვის, რომ ერთმა და მეორე მხარემ მოიპოვოს უპირატესობა შიდაპარტიულ კონკურენციაში. არავითარი სამოქალაქო დაპირისპირებისა და "მეორე ფრონტის" გაჩაღების რესურსი ამ ადამიანებს არ აქვთ. ამ მიზანს ვერ მიაღწევენ. ამის დიდი სურვილი აქვთ, მაგრამ ეს არის მათთვის მიუღწეველი მიზანი. ერთადერთი, რასაც შეიძლება მელიამ და ხაბეიშვილმა მიაღწიონ, ეს არის არჩევნების მოგება „ნაციონალურ მოძრაობაში“. თავიდან ბოლომდე ყველა მათი განცხადება არის განკუთვნილი შიდაპარტიული მოხმარებისთვის, იმისთვის, რომ მოიპოვონ საკუთარი რადიკალური აქტივის წევრების მხარდაჭერა, ამიტომ კონკურენციაში შედიან ამ ფორმით ერთმანეთთან. ყველა ცდილობს მაქსიმალურად რადიკალური განცხადებით გამოვიდეს. ამით, პირველ რიგში, ისინი იწვევენ ნიჰილიზმს „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით, იმიტომ, რომ უკვე მეათედ ჰპირდებიან სამოქალაქო დაპირისპირებას, ხელისუფლების დამხობას, ათას უბედურებას და ვერც ერთხელ ვერ შეასრულეს ეს დაპირება. აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ მათ რაიმე მოგება მოუტანოს ასეთმა რადიკალურმა განცხადებამ“, - განაცხადა კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი