შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტატისტიკის პორტალის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტატისტიკის ახალი ინტერაქტიული პორტალის პრეზენტაცია გამართა.

საქსტატის ინფორმაციით, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ შეკრებილ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ, საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ნიკო თათულაშვილმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ბავშვის უფლებათა მონიტორინგის სპეციალისტმა გიორგი კალაკაშვილმა მიმართეს.

გოგიტა თოდრაძის განცხადებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტატისტიკის პორტალი მომხმარებელს საშუალებას აძლევს ერთ სივრცეში მიიღოს საქსტატში არსებული ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ.

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტატისტიკის პორტალი საქსტატში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით მომზადდა. პორტალი მოიცავს ოთხ მიმართულებას, როგორიცაა, ჯანმრთელობის დაცვა, განათლება, სპორტი, სოციალური უზრუნველყოფა, კეთილდღეობა და უსაფრთხოება.

ახალ პორტალზე, მარტივად აღსაქმელი ფორმით თავმოყრილია სტატისტიკური ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ. გარდა ამისა, პორტალზე განთავსებულია შესაბამისი კანონმდებლობა, ინფოგრაფიკები და სხვა სასარგებლო ბმულები.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტატისტიკის პორტალი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, სწრაფად და ადვილად მოიძიონ სანდო სტატისტიკური მონაცემები და გააანალიზონ ისინი ასაკობრივ, რეგიონულ და სხვადასხვა ჭრილებში. როგორც ცალკეული წლისთვის, ისე დინამიკაში წლების მიხედვით.

პორტალი ადაპტირებულია უსინათლო და მცირემხედველ პირებზე. მას აქვს კონტრასტის ცვლილების, შრიფტის გადიდებისა და დაპატარავების, ასევე ტექსტის გახმოვანების ფუნქცია ქართულ და ინგლისურ ენებზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტატისტიკის პორტალი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://disability.geostat.ge/shshm/index.php?lang=ka

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა