გარემოს ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი იზრდება

2023 წლისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის გათვალისწინებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი, 2022 წლის დაზუსტებულ გეგმასთან შედარებით 10,1 %-ით გაიზარდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გაზრდილი ბიუჯეტი ითვალისწინებს სააგენტოს მიერ მონიტორინგის, პროგნოზირებისა და შეფასებების მიმართულებების გაძლიერებას.

„სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური მოვლენების დროული პროგნოზირება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კატასტროფების რისკის შემცირებას, ასევე, მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების მაქსიმალურ დაცვას.

როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დაბინძურება. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ინსტრუმენტი ჰაერის დაბინძურების მუდმივი მონიტორინგის წარმოებაა, რისთვისაც სააგენტო აგრძელებს აქტიურ მუშაობას და მონიტორინგის ქსელის გაფართოებას.

აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვა სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და, ბოლო წლების განმავლობაში, ამ მიმართულებით ბიუჯეტი სტაბილურად მზარდია“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა