BAG ინდექსი - დასაქმების მიმართულებით ბიზნესს პოზიტიური განწყობები აქვს

BAG ინდექსის 2022 წლის მეოთხე კვარტლის კვლევის თანახმად, დასაქმების ბარომეტრის მაჩვენებელმა 29.1 ქულა შეადგინა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ინდექსის გამოქვეყნების ისტორიაში.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნესასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კვლევის შედეგების მიხედვით, მონაცემები გაუმჯობესებულია ყველა სექტორში ვაჭრობის სექტორის გარდა, სადაც წინა კვარტლის მსგავსად მაჩვენებელი მცირედით გაუარესდა.

„აღნიშნულს შესაძლოა განაპირობებდეს სექტორში გამოხატული სამუშაო ძალის დეფიციტი, რომელიც წინა კვარტალთან შედარებით 21 პროცენტული პუნქტით არის გამწვავებული.

გამოსაყოფია მშენებლობის სექტორი, რომელსაც ბოლო ორი კვარტალია ყველაზე პოზიტიური განწყობები აქვს დასაქმებასთან მიმართებაში, რაც ცხადია აისახა მეოთხე კვარტლის მაჩვენებელზეც, კერძოდ, წინა კვარტლის შეფასება 13.6 ქულით გაუმჯობესდა და 63.6 ქულას შეადგენს.

საგულისხმოა, ასევე, მომსახურების სექტორი, რომელიც დასაქმების მიმართულებით მზარდ დინამიკას 2021 წლის მეოთხე კვარტლიდან ინარჩუნებს. წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 15.1 ქულით არის გაუმჯობესებული დასაქმების ბარომეტრის მაჩვენებელი აღნიშნულ სექტორში.

ინფორმაციისთვის, BAG ინდექსის 2022 წლის მეოთხე კვარტლის კვლევა მომზადდა საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და PMC კვლევითი ცენტრის მიერ ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო