სახალხო დამცველობის ერთ-ერთ კანდიდატი, მარიკა არევაძე სახალხო დამცველის არჩევის პროცესის ჩავარდნას ეხმაურება

სახალხო დამცველობის ერთ-ერთ კანდიდატი, მარიკა არევაძე სახალხო დამცველის არჩევის პროცესის ჩავარდნას ეხმაურება.

მისი თქმით, პროცესის ჩაგდება ქვეყანას აზიანებს.

„სახალხო დამცველის არჩევა გამჭვირვალე და სამართლიანი გარემოს ფარგლებში იყო ჩვენი, საქართველოს შესასრულებელი ერთ-ერთი რეკომენდაცია.

მთელი პროცესის განმავლობაში მუდმივად ვსაუბრობდი ჩიხის საშიშროებაზე, დამოუკიდებელი კანდიდატებისა და კომპრომისის მნიშვნელობაზე.

სამწუხაროდ პროცესმა აჩვენა, რომ არც ერთი პოლიტიკური ძალა არ აღმოჩნდა მზად გამოსულიყო საკუთარი დღის წესრიგიდან, არ შეექმნა ჩიხი, რეალურად ეფიქრა ქვეყნის ინტერესებზე, შეერჩია დამოუკიდებელი და კვალიფიციური სახალხო დამცველი.

საკომიტეტო მოსმენებმა და მოსმენების შემდგომ გაჭიანურებულმა პროცესმა აჩვენა, რომ პროცესი შესული იყო ჩიხში, გამოჩნდა სახელისუფლებო ძალის მხარდაჭერილი კანდიდატებიც და მთელს ამ პროცესში ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს არ ეყოთ გონიერება, ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით გამოსულიყვნენ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგიდან და მოლაპარაკება დაეწყოთ რეალურად დამოუკიდებელ კანდიდატებზე.

პროცესის ჩაგდება არ აზიანებს სახალხო დამცველობის არც ერთ კანდიდატს, პროცესის ჩაგდება აზიანებს ქვეყანას და ვის უნდა ესმოდეს ეს თუ არა პოლიტიკურ ძალებს?!“ - აცხადებს მარიკა არევაძე.

თენგიზ ფხალაძე - ტრამპის პრეზიდენტობა მრავალ გამოწვევასთან და ცვლილებასთან იქნება დაკავშირებული, მათ შორის ჩვენს რეგიონში
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2025
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს