კამპანიას „გახდი საიდუმლო სანტა“ „წისქვილი ჯგუფი“ უერთდება

წისქვილი ჯგუფი“ უერთდება ბაქსვუდის მოხალისეთა კლუბის პროექტს „გახდი საიდუმლო სანტა“, რომელიც სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის სურვილების ასრულებასა და მათთვის ახალი წლის სიხარულითა და ბედნიერებით ავსებას ემსახურება.

„წისქვილი ჯგუფის“ ინფორმაციით, „გახდი საიდუმლო სანტას“ დასკვნითი ღონისძიება 27 დეკემბერს ექსპო ჯორჯიაში გაიმართება, რომელშიც „წისქვილი ჯგუფიც“ ჩაერთვება და პატარებს დღესასწაულს მოუწყობს.

„ჩვენი გუნდი იზრუნებს, რომ ამ საღამოს რაც შეიძლება მეტი ბავშვი გაახაროს. ამისთვის „წისქვილი ჯგუფის“ ბრენდ შეფი, ალექს ნათაძე მათ გემრიელი კერძებითა და ნუგბარით თავად გაუმასპინძლდება. ამ პროექტში მონაწილეობა ჩვენთვის დიდი სიამოვნებაა. ასევე, გვინდა, ყველას მოვუწოდოთ ჩართულობისკენ, რათა ერთად ვუქციოთ პატარებს ახალი წელი დაუვიწყარ დღესასწაულად“, - ამბობს „წისქვილი ჯგუფის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი, ანანო თავხელიძე.

ექსპო ჯორჯიაში გამართულ ღონისძიებაზე ბავშვებისთვის სხვა ბევრი გასართობი და შემეცნებითი აქტივობა ჩატარდება, საღამოს ბოლოს კი მათ საიდუმლო სანტების მიერ წინასწარ გამოგზავნილი საჩუქრები გადაეცემათ.

„გახდი საიდუმლო სანტას“ გუნდი დიდ ჟრიამულში ვართ. უკვე რამდენიმე წელია ჩვენთვის ახალი წელი სოციალურად დაუცველი ბავშვების საახალწლო სურვილების ასრულებასთან ასოცირდება. ამაში უდიდესი წვლილი საზოგადოებას შეაქვს - სწორედ სიკეთით გულანთებული ადამიანები უსრულებენ უცნობ ბავშვებს სურვილებს და ჯადოსნურ ახალ წელს ჩუქნიან. გულის ამაჩუყებელია იმის დანახვა, როგორ ივსებიან პატარები იმედით, თუმცა, ორმაგად სასიხარულოა, როდესაც მათი გაბედნიერებისთვის სრულიად უანგაროდ თავად საზოგადოება ზრუნავს“, - ამბობს „გახდი საიდუმლო სანტას“ ერთ-ერთი ორგანიზატორი, ნიკოლოზ ნათენაძე.

თუკი გსურთ, თქვენც ჩაერთოთ კამპანიაში და წვლილი შეიტანოთ სოციალურად დაუცველი ბავშვების სურვილების ასრულებაში, გადადით ბმულზე და გაეცანით დეტალურ ინფორმაციას.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა