2022 წელს „ალდაგმა“ მომხმარებლებს 43 მილიონი ლარი აუნაზღაურა

2022 წლის ნოემბრის მდგომარეობით, სადაზღვევო კომპანია „ალდაგმა“ 16 ათასი ზარალი დაარეგულირა და ანაზღაურების სახით 43 მილიონი ლარი გასცა.

კომპანიის ცნობით, „ალდაგი“ საქართველოს არასიცოცხლის დაზღვევის ბაზარზე ლიდერობას ბაზრის 27%-იანი წილით ინარჩუნებს, ქონების დაზღვევაში 34% უჭირავს, ტვირთებისა და პასუხისმგებლობის დაზღევაში 32-32%. „ალდაგი“ აგროდაზღვევის ბაზრის უპირობო ლიდერია და აგრძელებს ფერმერების მხარდაჭერას საქართველოს ყველა რეგიონში.

„ალდაგის“ განცხადებით, მიმდინარე წელს კომპანიამ მთელი რიგი ინოვაციური პროექტები განახორციელა. კიდევ უფრო გამარტივდა ალდაგის საცალო და კორპორატიული სერვისების მიღება. ალდაგის ყველა პროდუქტი ციფრულადაა ხელმისაწვდომი. ცალკე გუნდი ჩამოყალიბდა იურიდიული პირების ანაზღაურების მომსახურებისათვის. გარდა ამისა დაინერგა პროექტი, რომელიც მცირე ზარალების ანაზღაურებას ერთ დღეში მოიაზრებს.

„2022 წელს კომპანიამ ინვესტიცია განახორციელა პერსონალური სადაზღვევო მომსახურების - პრიმოს განვითარებაში, როგორც სერვისის გაუმჯობესების, ისე სპეციალური შეთავაზებების შემუშავების მიმართულებით, რომლის შედეგადაც პრიმოს მომხმარებლები პირადი მენეჯერის მომსახურებით სარგებლობენ და განსაკუთრებულ პირობებს იღებენ დაზღვევასა და ავტოსერვისებზე.

„ალდაგმა“ ფიზიკურ და ონლაინ არხებში გაზარდა მისაწვდომობა კრიტიკული დაავადებებისა და სიცოცხლის დაზღვევის პროდუქტზე, რომელიც ბაზრისთვის უპრეცედენტო დაფარვებით (16 დაავადება) გამოირჩევა და მომხმარებელს მძიმე დაავადებების მართვის საშუალებას აძლევს. „ალდაგის“ ქონების დაზღვევას დაემატა იჯარის მიმართულება, რომელიც დამქირავებლის მიერ ქონების დაზიანების, საიჯარო შემოსავლის დაკარგვის და გამქირავებლის პასუხისმგებლობასთან დაკავშრებულ რისკებს ანაზღაურებს. გაიზარდა წვდომა ონლაინ პროდუქტებზე, მათ შორის სამოგზაურო დაზღვევაზე დამატებით ციფრულ არხებში.

2022 წელს „ალდაგი“ განსაკუთრებულად ფოკუსირებული მუშაობდა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაზე. „ალდაგის“ გუნდის ინიციატივით, შეიქმნა კონკრეტულად მიკრობიზნესის ინტერესებზე მორგებული დაზღვევის პროდუქტი ფიქსირებულ ფასად, რომელიც ამ სეგმენტისთვის დაზღვევას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის. გარდა ამისა, მცირე და საშუალო კომპანიებისთვის შეიქმნა საინფორმაციო პორტალი sme.aldagi.ge სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ ნებისმიერი ინფორმაციის მიღება დაზღვევის პროდუქტებსა და დაფარვებზე. გარდა ამისა, შეიქმნა ლოიალობის პროექტი athome.aldagi.ge რომელიც ალდაგში დაზღვეული მომხმარებლისთვის ათობით ქართული სტარტაპის პროდუქციაზე სპეციალურ ფასდაკლებებს ითვალისწინებს.

ანაზღაურების მოქნილი და სწრაფი სქემის დამსახურებით, 2022 წელს „ალდაგის“ მიმართ ნდობა გაიზარდა ფერმერებს შორის და დღეს „ალდაგი“ აგროდაზღვევის ბაზრის 74% ფლობს. კომპანია აქტიურად ვითარდება არასიცოცხლის დაზღვევის ყველა სეგმენტში, ნერგავს ინოვაციებს და მომახმარებლებს არაერთ ხელშესახებ სარგებელს სთავაზობს. მიმდინარე აქციის ფარგლებში, მომხმარებლებს „ალდაგი“ სთავაზობს სპეციალურ პირობებს ავტომობილისა და ქონების დაზღვევის ერთად შეძენის შემთხვევაში.

2022 წელს „ალდაგმა“ გადაზღვევის მიმართულება დააფუძნა, რითიც საქართველოში შექმნა პირველი პრეცედენტი, როდესაც სადაზღვევო კომპანია ორივე სეგმენტში - დაზღვევისა და გადაზღვევის სეგმენტებშია წარმოდგენილი. ამ გადაწყვეტილების შედეგად „ალდაგი“ ჩამოყალიბდება როგორც რეგიონული აქტორი, რომელიც თავისი ფინანსური სტაბილურობით, ადგილობრივ და რეგიონულ მზღვეველ კომპანიებს რისკების გადაზღვევაში დაეხმარება“, - აღნიშნულია „ალდაგის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„მოხარული ვართ, რომ მიუხედავად არაერთი გამოწვევისა, დაზღვევის ბიზნესი აქტიურად ვითარდება. მომხმარებელში დაზღვევის აუცილებლობის შესახებ ცნობიერება წლიდან წლამდე იზრდება. ჩვენი მხრივ, მზად ვართ, რომ მზარდი მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ ჩვენი სერვისებისა და პროდუქტების კიდევ უფრო განვითარებით და დავეხმაროთ, როგორც საცალო ისე ბიზნესმომხმარებელს, რისკების ეფექტურად მართვაში“, - განაცხადა „ალდაგის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბარათაშვილმა.

ბიძინა ლებანიძე - სრულიად გაუგებარია, ან ხელისუფლების მხარდამჭერებს რა უხარიათ და ან ხელისუფლების ოპონენტებს, რეალურად, მნიშვნელოვანი ცვლილება ევროპარლამენტის არჩევნების შედეგად არ მომხდარა
გიორგი ცუცქირიძე - ლარის კურსის ვარდნა ეკონომიკაში ფუნდამენტურ ცვლილებებს არ უკავშირდება და აჟიოტაჟის შედეგი იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
„მოირგე დრო“ -  დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგის“ ახალი საკომუნიკაციო კამპანია
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი