ალექსანდრე ლუკაშენკო - ვხედავთ მეზობელი ქვეყნების მზადყოფნას ჩვენს წინააღმდეგ შესაძლო აგრესიის განსახორციელებლად

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ხედავს მეზობელი ქვეყნების მზადყოფნას ბელარუსის რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო აგრესიისთვის.

„არ შეიძლება გამოვრიცხოთ, რომ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესია განხორციელდეს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ ასეთ მზადყოფნას ჩვენი მეზობლების მხრიდან. ვიცით, ვინ უბიძგებს ამ მეზობლებს, რომ ჩვენს საზღვრებზე დაძაბულობა შექმნან“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

მისი მტკიცებით, არსებულმა სიტუაციამ განაპირობა გადაწყვეტილება სწრაფი რეაგირების ძალების შემოწმებასთან დაკავშირებით.

„ჩვენს არმიას ჰყავს სწრაფი რეაგირების ძალები. თუ რაიმე მოულოდნელად ხდება, ეს ძალები იგზავნება იქ, სადაც დაძაბულობაა. მივიღე გადაწყვეტილება, შევამოწმო ეს სწრაფი რეაგირების ძალები“, - განმარტა ლუკაშენკომ.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა