ლევან იოსელიანი - წითელი ხაზებით საუბარმა ეს შედეგი გამოიღო - ვიმედოვნებ, საგაზაფხულო სესიაზე პოლიტიკური კონსულტაციები მეტ შედეგს მოგვცემს და სახალხო დამცველის კანდიდატზე შევჯერდებით

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ლევან იოსელიანის განცხადებით, სახალხო დამცველის არჩევის პროცესის ჩაშლაზე პასუხისმგებლობა როგორც „ქართულ ოცნებას“, ისე ოპოზიციას ეკისრება.

იოსელიანი მიიჩნევს, რომ კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელი იყო. მან იმედი გამოთქვა, რომ საგაზაფხულო სესიისთვის კონსულტაციები მეტად შედეგიანი იქნება.

„სამწუხაროა, რომ ჩავარდა სახალხო დამცველის არჩევის საკითხი და მიმაჩნია, რომ ამაში როგორც მმართველ პარტიას, ისე ოპოზიციას აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა. ვფიქრობ, შესაძლებელი იყო კონსენსუსის მოძებნა და ვწუხვარ, რომ ეს ასე არ მოხდა. მე რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე, ხუთ კანდიდატს დავუჭირე მხარი, მათ შორის, ოპოზიციის მიერ წარდგენილ კანდიდატებსაც, რომელთა წარმდგენი „ნაციონალური მოძრაობა“ თვითონ არ მოვიდა მათ მხარდასაჭერად. მხარი დავუჭირე სხვა კანდიდატებსაც, რომლებზე კონსენსუსის მიღწევაც, ჩემი აზრით, მონდომების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა. მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა და ვერაფერს შევცვლით. მე იმედი მაქვს, რომ საგაზაფხულო სესიაზე პოლიტიკური კონსულტაციები უფრო მეტ შედეგს მოგვცემს და შევჯერდებით სახალხო დამცველის კანდიდატზე.

ვფიქრობ, ყველაზე უპასუხისმგებლო საქციელია, როდესაც წარადგენ კანდიდატს და მერე არ მოდიხარ ხმის მისაცემად. გასაგებია, რომ ფორმალური იქნებოდა, მაგრამ მხარდაჭერის გამოხატვა იყო მნიშვნელოვანი. ასე ჩვენც შეგვეძლო, არ მოვსულიყავით. ვიცოდით, რომ „ქართული ოცნება“ ფორმალურად ატარებდა, მაგრამ ის, რომ ვაჩვენოთ საზოგადოებას, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სახალხო დამცველი აირჩეს, ამას სჭირდება კონკრეტული მოქმედება, მოსვლა და ხმის მიცემა. ძალიან სამწუხაროა ის, რაც გააკეთეს. იმისთვის, რომ ყოფილიყო სივრცე კანდიდატებისთვის, მგონია, რომ მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოეჩინა „ქართულ ოცნებასაც“ და ოპოზიციასაც, წითელი ხაზებით საუბარმა კი ეს შედეგი გამოიღო“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა