„ნაციონალური მოძრაობის“ წევრზე თავდასხმასა და ძალადობაში ბრალდებული - ეს იყო შეცდომა, უფრო სწორად დანაშაული, მეორეჯერ არ განმეორდება

ეს იყო შეცდომა, უფრო სწორად დანაშაული, მეორეჯერ არ განმეორდება, - ამის შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრზე თავდასხმასა და ძალადობაში ბრალდებულმა იოსებ სირაბიძემ, მოსამართლე ლევან ყოლბაიას განუცხადა.

დაცვის მხარე, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სანაცვლოდ გირაოს სახით 3000 ლარს სთავაზობს. თავის მხრივ, პროკურატურა იოსებ სირაბიძის პატიმრობაში დატოვებას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრს და ბათუმში, ამავე პარტიის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, გიორგი კირთაძეს თავს ორი დღის წინ დაესხნენ. ჟურნალისტებთან საუბრისას მას უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა და კვერცხები დაუშინა. გიორგი კირთაძე ამბობს, რომ აღნიშნული პირის უკან სუს-ი დგას.

აღსანიშნავია, რომ იოსებ სირაბიძე „ალტ-ინფოს“ ბაზაზე დაფუძნებული „კონსერვატიული მოძრაობის“ წევრია.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო